მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამდენი მილიონი ლარის გადასახადები აკრიფა მთავრობამ იანვარში

ფული ლარი

ფინანსთა სამინისტრომ 2025 წლის იანვრის საგადასახადო შემოსავლების სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის იანვარში საგადასახადო შესრულებამ სულ 1.82 მილიარდი ლარი შეადგინა.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გადასახადების მოცულობა 180 მილიონი ლარით არის გაზრდილი. თუმცა, უშუალოდ დამატებული ღირებულების გადასახადის მიმართულებით ცენტრალურ ბიუჯეტში შესული თანხა შემცირებულია. დღგ-ის სახით იანვარში ცენტრალურ ბიუჯეტში სულ 644 მილიონი ლარი შევიდა, რაც წლიურად 14 მილიონი ლარით არის შემცირებული.

დღგ-სთან ერთად შემცირებულია აქციზის გადასახადიც, რომლის სახითაც ბიუჯეტში 110 მილიონი ლარი შევიდა, ეს თანხა წლიურად 68 მილიონი ლარით არის შემცირებული. აქციზის კლება განპირობებულია იმით რომ 2025 წლის იანვრიდან თამბაქოზე აქციზის გადასახადი გაიზარდა, რის გამოც კომპანიებმა წინასწარ დაარეზერვეს თამბაქო, აქედან გამომდინარე იანვარში აქციზის მოცულობამ იკლო.

2025 წლის იანვარში საქართველოს ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ასე ნაწილდება:

გადასახადი ბიუჯეტში შესული თანხა სხვაობა წინა წლის იანვართან (მლნ ლარი)
საშემოსავლო გადასახადი 762 მლნ ლარი; +105 მლნ ლარი;
დღგ 644 მლნ ლარი; -14 მლნ ლარი;
მოგების გადასახადი 274 მლნ ლარი; +40 მლნ ლარი;
აქციზი 110 მლნ ლარი. -68 მლნ ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები