მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონი ლარის ინვესტიციებს ახორციელებენ "მაგთი", "სილქნეტი" და "სელფი"?

მობილური ოპერატორები ქსელი ტელეფონი კავშირგაბმულობა კომუნიკაციები
სტატიაში საუბარია:

2023 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედმა სატელეკომუნიკაციო კომპანიებმა 1.5 მილიარდ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, ამასთან კომუნიკაციების დარგიდან სახელმწიფო ბიუჯეტში შესული გადასახადები 500 მილიონ ლარს შეადგენდა. კომუნიკაციების კომისია 2023 წლის ანგარიშში ასაჯაროებს თუ რა მოცულობის ინვესტიციებს ახორციელებენ კომპანიები საკუთარი ქსელის და ტექნიკური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.

კომისიის თანახმად, 2023 წლის განმავლობაში კაპიტალური ინვესტიციები 248 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2022 წელთან შედარებით 4 მილიონი ლარით მეტი იყო. მთლიანი ინვესტიციების 63% მობილურ კავშირგაბმულობაში ჩაიდო, 25% ფიქსირებული ინტერნეტის ქსელში, 11% კი მაუწყებლობის ტრანზიტში (IPTV ფასიანი ტელევიზია).

ელექტრონულ კომუნიკაციებში განხორციელებული კაპიტალური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი 3 კომპანია „მაგთიკომი“, „სილქნეტი“ და „სელფი მობაილია“. მათ მიერ განხორციელებული ინვესტიცია მთლიანი ოდენობის 95%-ს შეადგენს.

ანგარიშის თანახმად, კომპანიების მიერ განხორციელებული კაპიტალური ინვესტიციები ასე ნაწილდება:

მაგთიკომი - 138 მილიონი ლარი, (91 მლნ მობილური კომუნიკაცია, 38 მლნ ფიქსირებული ინტერნეტი, 9 მლნ მაუწყებლობის ტრანზიტი);

სილქნეტი - 57 მილიონი ლარი, (25 მლნ მობილური კომუნიკაცია, 20 მლნ ფიქსირებული ინტერნეტი, 12 მლნ მაუწყებლობის ტრანზიტი);

სელფი მობაილი - 40 მილიონი ლარი (სრულად მობილური კომუნიკაცია).

2023 მდგომარეობით, მობილურ კავშირგაბმულობაში ჩადებული ინვესტიციები ძირითადად მობილური ინტერნეტის მიწოდების გაუმჯობესებაზე არის ორიენტირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები