მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს LC Waikiki-ის საქართველოში

waikiki
15.04.24 17:56
7284

საქართველოში ტანსაცმლის ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა რიტეილერმა LC Waikiki-მ 2022 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. კომპანიის ანგარიშის თანახმად, აღნიშნული წლის განმავლობაში გაყიდვების მნიშვნელოვანი ₾47-მილიონიანი ზრდა დაფიქსირდა, რის შედეგადაც კომპანიის შემოსავალმა 144 მილიონ ლარს მიაღწია.

LC Waikiki, რომელიც უმსხვილესი თურქული რიტეილერია, საქართველოს ბაზარზე 15 მაღაზიით არის წარმოდგენილი.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, რეალიზაციის მოცულობა და გაყიდვების თვითღირებულება ასე ნაწილდება:

  • 2022 წელს - შემოსავალი 144 მილიონი ლარი, გაყიდული პროდუქციის თვითღირებულება 84.7 მილიონი ლარი;
  • 2021 წელს - შემოსავალი 97 მილიონი ლარი, გაყიდული პროდუქციის თვითღირებულება 60 მილიონი ლარი.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანია LC Waikiki Ge საქართველოსთან ერთად სომხეთის ბაზარზეც ოპერირებს და სომხეთში 2022 წელს გაყიდვებმა 44%-ით, 58 მილიონ ლარამდე იმატა. შესაბამისად კომპანიის მთლიანმა გაყიდვებმა ამ ორ ქვეყანაში 202.6 მილიონი ლარი შეადგინა. Waikiki-ის ფინანსურ ანგარიშში არაა მითითებული თუ რა იყო უშუალოდ საქართველოს ბაზრიდან მიღებული მოგება, თუმცა საქართველოს და სომხეთის ბაზრებზე საერთო ჯამში მიღებულმა წმინდა მოგებამ 30.6 მილიონი ლარი შეადგინა.

ანგარიშის თანახმად, LC Waikiki საქართველოში მის მთავარ კონკურენტებად განიხილავს Inditex-ის ბრენდებს (Zara, Bershka, Pull&Bear), აღნიშნულ ბრენდებს საქართველოს ბაზრიდან 2022 წლის შემოსავლები გამოქვეყნებული ჯერ არ აქვთ, რაც შეეხება სხვა რიტეილერებს, H&M-ის შემოსავალი საქართველოს ბაზარზე 2022 წელს 48 მილიონი ლარი იყო, Koton-ის შემოსავალი 33.7 მილიონი ლარი, ხოლო Defacto-ს შემოსავალი 23.5 მილიონი ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები