მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია "დელტა მშენებელს"?

მშენებლობა

საქართველოს მთავრობის საკუთრებაში არსებულმა კომპანია "დელტა მშენებელმა" 2024 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ პერიოდის განმავლობაში კომპანიის შემოსავალი თითქმის განახევრდა და 52 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, კომპანია მოგების ნაცვლად 190,000 ლარის ზარალზე იყო.

"დელტა მშენებელის" შემოსავლების კლება და კომპანიის ზარალი დაკავშირებულია კომპანიის მიერ ჯარის ქალაქის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულებასთან. პროექტის მეორე ფაზას ამჟამად "ანაგი" თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული 147-მილიონიანი კონტრაქტის ფარგლებში აშენებს. შესაბამისად, სამინისტრომ საკუთარი შვილობილი კომპანიის ნაცვლად პროექტის განხორციელების კონტრაქტი ტენდერისთვის გახსნა და მას ახლა უკვე კერძო კომპანიის მეშვეობით აშენებს.

ჯარის ქალაქის პირველი ფაზის ფარგლებში თავდაცვის მოსამსახურეებისთვის აშენდა 7-სართულიანი კორპუსები, რომლებშიც 1092 ბინა არის განთავსებული. მეორე ფაზის ფარგლებში კი ასევე 7-სართულიანი კორპუსებით დამატებით 1202 ბინა შენდება.

კომპანია "დელტა მშენებელი" 2011 წელს დაფუძნდა და მისი მფლობელია თავდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი დელტა. კომპანიის ძირითად საქმიანობას თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა, ასევე სამხედრო დანიშნულების ზოგიერთი ინფრასტრუქტურის მშენებლობა წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები