მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონი უჯდებათ ბანკებს დირექტორთა საბჭოს ხელფასები?

612fab65411ee
შოთა ტყეშელაშვილი
02.09.21 00:00
6155
2020 წლის განმავლობაში ქართულმა კომერციულმა ბანკებმა მათი დირექტორთა საბჭოების ანაზღაურებებზე ჯამში 64.4 მილიონი ლარი დახარჯეს, რაც 2019 წლის ხელფასებთან შედარებით 32.6 მილიონი ლარით, ანუ 33.6%-ით ნაკლები იყო. ტოპ-მენეჯმენტზე გაცემული ხელფასების კლების ძირითადი მიზეზი ეკონომიკური კრიზისი იყო, რის გამოც ბანკების მოგებიანობის და უკუგების მაჩვენებლები საგრძნობლად გაუარესდა.

ბანკებმა მათში დასაქმებულ ათასობით ადამიანზე 2020 წელს ხელფასების სახით მთლიანობაში 692 მილიონი ლარი გასცეს, რაც 2019 წელთან შედარებით 38 მილიონი ლარით ნაკლები იყო. ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ინფორმაციით, ბანკების ტოპ-მენეჯმენტი სექტორში გაცემული ხელფასების 9%-ს იღებენ.

ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კომერციული ბანკების უმეტესობაში ტოპ-მენეჯმენტის ხელფასები ნაღდი ფულის სახით გაიცემა, ხოლო ლონდონის საფონდო ბირჟაზე არსებული ბანკების მენეჯმენტის ანაზღაურება ნაღდ ფულთან ერთად, კომპანიის აქციებით ხდება. მეტიც, მთლიანობაში “საქართველოს ბანკისა” და “თიბისი ბანკის” დირექტორთა საბჭოების ანაზღაურების ძირითადი წყარო სწორედ აქციების სახით გაცემული გადავადებული ანაზღაურებაა.

ქართული ბანკების მენეჯმენტის ანაზღაურება 2020 წელს ასეთი იყო:

1) საქართველოს ბანკი - 29,101,901 ლარი; მათ შორის გადავადებული ანაზღაურების სახით (ძირითადად აქციებით) - 25,174,822 ლარი; დირექტორთა საბჭოს წევრთა რაოდენობა 7 წევრი;
2) თიბისი ბანკი - 10,417,009 ლარი; მათ შორის გადავადებული ანაზღაურების სახით (ძირითადად აქციებით) - 5,035,155 ლარი; დირექტორთა საბჭოს წევრთა რაოდენობა 7 წევრი;
3) ვითიბი ბანკი - 8,665,534 ლარი; დირექტორთა საბჭოს წევრთა რაოდენობა 6 წევრი;
4) ლიბერთი ბანკი - 2,818,991 ლარი; მათ შორის გადავადებული ანაზღაურების სახით (ძირითადად აქციებით) - 386,304 ლარი; დირექტორთა საბჭოს წევრთა რაოდენობა 7 წევრი;
5) კრედო ბანკი - 2,390,255 ლარი; დირექტორთა საბჭოს წევრთა რაოდენობა 5 წევრი;
6) ტერაბანკი - 1,861,909 ლარი; დირექტორთა საბჭოს წევრთა რაოდენობა 4 წევრი;
7) პაშა ბანკი საქართველო - 1,806,740 ლარი; დირექტორთა საბჭოს წევრთა რაოდენობა 5 წევრი;
8) ბაზისბანკი - 1,412,650 ლარი; დირექტორთა საბჭოს წევრთა რაოდენობა 7 წევრი;
9) ფინკა ბანკი საქართველო - 1,221,612 ლარი; დირექტორთა საბჭოს წევრთა რაოდენობა 3 წევრი;
10) ქართუ ბანკი - 1,180,593 ლარი; დირექტორთა საბჭოს წევრთა რაოდენობა 5 წევრი;
11) იშბანკი - 1,095,239 ლარი; დირექტორთა საბჭოს წევრთა რაოდენობა 3 წევრი;
12) ჰალიკ ბანკი - 856,722 ლარი; დირექტორთა საბჭოს წევრთა რაოდენობა 5 წევრი;
13) პროკრედიტ ბანკი - 640,174 ლარი; დირექტორთა საბჭოს წევრთა რაოდენობა 3 წევრი;
14) ზირაათ ბანკი - 579,051 ლარი; დირექტორთა საბჭოს წევრთა რაოდენობა 3 წევრი;
15) სილქ როუდ ბანკი - 396,580 ლარი; დირექტორთა საბჭოს წევრთა რაოდენობა 3 წევრი;

წყარო - Forbes.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები