მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის ღირებულების ლიცენზიებს ფლობს “ბორჯომი”?

628cf6fd7c2fa
შოთა ტყეშელაშვილი
24.05.22 19:25
1560
საქართველოს მთავრობა რამდენიმე დღეში IDS Borjomi International-ის აქციონერი შეიძლება გახდეს. შესაბამისი შემოთავაზება მთავრობამ წინა კვირაში მიიღო.

საუბარია მიხაილ ფრიდმანის “ალფა ჰოლდინგის” საკუთრებაში არსებული წილის ნაწილის საქართველოს მთავრობისთვის გადაცემაზე.

საქართველოში IDS Borjomi International-ის ერთ-ერთი მთავარი აქტივია ის ლიცენზიები, რომლითაც კომპანია “ბორჯომის”, “ლიკანის”, “მიტარბის” და “ბაკურიანის” ბრენდებს ასხამს.

bm.ge-იმ ამ ლიცენზიების შესახებ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვით მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს მიმართა. უწყების პასუხის თანახმად, კომპანია ფლობს 4 ძირითად ლიცენზიას, რომლებიც 2009 წლის შემდეგ არის აღებული.

ამ ლიცენზიებიდან ყველაზე ძვირადღირებული იყო პირველი ლიცენზია, რომელიც 2009-ში იყო მოპოვებული და რომლის საწყისი ფასი $8.2 მილიონი დოლარი იყო. მთლიანობაში კომპანიამ ლიცენზიებში 53.2 მილიონი ლარი გადაიხადა.

ამ ლიცენზიებიდან საინვესტიციო ვალდებულება მხოლოდ ერთს - 2019 წელს გაცემულ ლიცენზიას აქვს, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზანავში ახალი ჩამომსხმელი ქარხნის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით, კომპანიამ 5 წლის ვადაში 10 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

მინერალური რესურსების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, უკანასკნელი ლიცენზიის ჩათვლით, 2046 წლამდე შეეძლება IDS Borjomi International-ს ბორჯომში მინერალური და მტკნარი წყლების ჩამოსხმა.

Borjomi-ს ლიცენზიების ნაწილი მისი წარმოების მოცულობას განსაზღვრავს. კომპანია მისი ძირითადი ლიცენზიით ვალდებულია წლის განმავლობაში 339,486 მ3 წყალი მოიპოვოს. მიტარბის მოპოვების ლიცენზიით კი, წლიურად - 50,114 მ3.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები