მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის ჯარიმები აკრიფა მერიამ BUS LANE-ების წესების დარღვევაზე?

თბილისი

ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ გამოაქვეყნა ინფორმაცია რა მოცულობის მუნიციპალური ჯარიმები აკრიფა სახელმწიფომ 2023 წლის 10 თვის განმავლობაში. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ თბილისში ე.წ. “ბას ლეინის” გადაადგილების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების ოდენობა 4,526,311 ლარია.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსის თანახმად, ავტობუსის ზოლში მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმაა 100 ლარი, შესაბამისად ავტობუსის ზოლის მოძრაობის წესი 45 000-ჯერ დაარღვიეს.

“სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში („BUS LANE“) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა (გარდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევაში შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის − ტაქსის (M1 კატეგორია) მოძრაობისა ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერებისა) ან სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში („BUS LANE“) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გაჩერების ადგილზე მსუბუქი ავტომობილის − ტაქსის (M1 კატეგორია) გაჩერება ან დგომა ან მსუბუქი ავტომობილის − ტაქსის (M1 კატეგორია) მიერ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილი სპეციალური ზოლის („BUS LANE“) მონიშვნის უწყვეტი ხაზის გადაკვეთა - გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით”, - ნათქვამია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები