მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის ქონების გადასახადს იხდიან კომპანიები და ფიზიკური პირები?

ლარი

ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2023 წლის ბიუჯეტის 11 თვის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. ქონების გადასახადი სხვა გადასახადებისგან განსხვავებით ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებისკენ მიემართება, ამ გადასახადიდან წელს თვითმმართველობებმა 637 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.

გადამხდელების მიხედვით, ქონების გადასახადი ასე ნაწილდება:

იურიდიული პირების ქონების გადასახადი - 562 მილიონი ლარი;

მათ შორის - გადასახადი ქონებაზე გარდა მიწისა - 496 მილიონი ლარი;

მათ შორის - გადასახადი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე - 8 მილიონი ლარი;

მათ შორის - გადასახადი არასასოფლო დანიშნულების მიწაზე - 58 მილიონი ლარი;

ფიზიკური პირების ქონების გადასახადი - 75.6 მილიონი ლარი;

მათ შორის - არაეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენებულ უძრავ ქონებაზე - 47.5 მილიონი ლარი;

მათ შორის - გადასახადი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე - 17.5 მილიონი ლარი;

მათ შორის - არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი - 10 მილიონი ლარი.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანახმად, წელს ქონების გადასახადის დეკლარაცია 366,706-მა პირმა შეავსო, მათ მიერ გადასახდელი ქონების გადასახადის მოცულობა კი 84.5 მილიონი ლარი იყო, შესაბამისად, ერთი დეკლარაციის საშუალო ღირებულება 230 ლარს შეადგენდა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანახმად, ფიზიკური პირების მიერ დეკლარირებული გადასახადის მოცულობა წინა წელთან შედარებით 17%-ით არის გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები