მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს “აჭარაბეთის ჯგუფს”

აჭარაბეთი

საქართველოს აზარტული თამაშების ერთ-ერთმა უმსხვილესმა ჰოლდინგმა “აჭარაბეთმა” 2022 წლის კონსოლიდირებული ანგარიში გამოაქვეყნა. კომპანია საქართველოს, სომხეთისა და კვიპროსის ბაზრებზე ოპერირებს და მისი იურიდიული სახელი “ატლას ჰოლდინგსია”.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, ქვეყნების მიხედვით ჰოლდინგის შემოსავლები ასე ნაწილდება:

საქართველო - 352.7 მილიონი ლარი;
სომხეთი - 353.5 მილიონი ლარი.

თამაშების კატეგორიების მიხედვით კი შემოსავლები ასეთია:

წმინდა შემოსავალი ონლაინ კაზინოს თამაშებიდან - 635 მილიონი ლარი;
შემოსავალი ტოტალიზატორიდან - 59.7 მილიონი ლარი;
წმინდა შემოსავალი ონლაინ peer-to-peer თამაშებიდან - 24.9 მილიონი ლარი;
სხვა შემოსავალი - 9.9 მილიონი ლარი.

მთლიანი შემოსავალი 706 მილიონი ლარი, რაც წინა წელთან 77 მილიონი ლარით მეტი იყო.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2022 წელს კომპანიის მოგება 118 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2021 წელთან შედარებით 40 მილიონი ლარით ნაკლები იყო.

“კომპანია წარმოადგენს მშობელ საწარმოს კომპანიებისთვის, რომლებიც ძირითადად ოპერირებენ სათამაშო ბიზნესში (ერთად წოდებული როგორც ჯგუფი და ცალ-ცალკე როგორც ჯგუფის საწარმოები). ჯგუფის მიერ შეთავაზებული ძირითადი პროდუქტები არის: ონლაინ კაზინო, ონლაინ ტოტალიზატორი, ონლაინ peer-to-peer თამაშებიn, EWL (exchange sports betting) და ოფლაინ ტოტალიზატორი. ჯგუფი საკუთარ მომხმარებლებს სთავაზობს ონლაინ თამაშების პლატფორმას ინტერნეტ ვებ-გვერდის - www.adjarabet.com-ის მეშვეობით საქართველოში და www.adjarabet.am-ის მეშვეობით სომხეთში.

2022 და 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ჯგუფის საბოლოო მაკონტროლებელი მხარე არის „Flutter Entertainment PLC“ („საბოლოო მაკონტროლებელი მხარე“) და ოპერირებს როგორც ონლაინ, ასევე საცალო სექტორში. საბოლოო მაკონტროლებელი მხარე წარმოადგენს სააქციო საზოგადოებას, რომელიც დაფუძნდა ირლანდიის რესპუბლიკაში და მისი აქციების ძირითადი ნაწილი კვოტირებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე, დანარჩენი ნაწილიკი - ირლანდიისსაფონდო ბირჟაზე,”- ნათქვამია კომპანიის მმართველ ანგარიშში.

დოკუმენტში საუაბრია იმ გადასახადების შესახებაც, რომელსაც კომპანია იხდის:

“ონლაინ ტოტალიზატორის მოგების გადასახადი - ონლაინ ტოტალიზატორზე მიღებული ფსონების შემოსავალი იბეგრება მოგების გადასახადით, რომელიც წარმოადგენს 7%-ს ბრუტო შემოსავლიდან (ანუ მიღებული ფსონებიდან) 2022 წლის განმავლობაში.

კაზინოს მოგების გადასახადი - ონლაინ კაზინოდან მიღებული ფსონების შემოსავალი იბეგრება მოგების გადასახადით, რომელიც წარმოადგენს 2022 წლის განმავლობაში ფსონების სახით მიღებულ თანხასა და გაცემულ მოგებებს შორისსხვაობის (GGR) 10%-ს.

მოგების გადასახადი - ძირითადი დაბეგვრის ობიექტი არის განაწილებული მოგება, ასევე კოდექსით გათვალისწინებული სხვა დაბეგვრის ობიექტები (მოგების გადასახადის ეგრეთ წოდებული ,,ესტონური მოდელი“ (მოქმედია 2017 წლის 1 იანვრიდან); მოგების გადასახადის განაკვეთი არის 15%, ამასთან, მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა გაიანგარიშება განაწილებული მოგების/დასაბეგრი კორექტირებების/გაწეული ხარჯის 0.85-ზე გაყოფით.

საშემოსავლო გადასახადი - დაქირავებულ პირთათვის ხელფასის სახით ანაზღაურების გაცემისას, ასევე ცალკეულ შემთხვევებში ფიზიკური პირების მომსახურების ანაზღაურებისას კომპანიები აკავებენ საშემოსავლო გადასახადს 20% ოდენობით,”- ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიშში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები