მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს “ჰაიდელბერგცემენტს”?

63a2fffd96c6e
BM.GE
21.12.22 17:20
3712
საქართველოში ცემენტის უმსხვილესმა მწარმოებელმა კომპანია “ჰაიდელბერგცემენტმა” 2021 წლის ფინანსური ანგარიში გაასაჯაროვა. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს კომპანიამ 415 მილიონი ლარის შემოსავალი გამოიმუშავა, რაც წინა წელთან შედარებით 52 მილიონი ლარით მეტი იყო.

ანგარიშის მიხედვით, მკვეთრად გაუმჯობესდა “ჰაიდელბერგის” წმინდა მოგებაც, რამაც 93 მილიონი ლარი შეადგინა. 2020 წელს კი კომპანია მოგების ნაცვლად 11 მილიონის ზარალზე იყო.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს კომპანიის შემოსავლები ასე ნაწილდებოდა:

• ცემენტი - 257 მლნ ლარი;
• ბეტონი - 107 მლნ ლარი;
• კლინკერი - 31.3 მილიონი ლარი.

აუდიტირებული ანგარიშის თანახმად, კომპანიის მიერ რეალიზებული საქონლის საფასური 286 მილიონი ლარი იყო. აქედან საწვავი 40 მილიონი, ელექტროენერგია კი 43 მილიონი ლარი დაჯდა. უშუალოდ ნედლეულის შესყიდვაზე “ჰაიდელბერგმა” 56.5 მილიონი ლარი დახარჯა.

რაც შეეხება საერთო და ადმინისტრაციულ ხარჯებს, ის 19.4 მილიონ ლარს შეადგენდა.

“ჰაიდელბერგცემენტის” საკუთრებაშია რუსთავსა და კასპში მდებარე ცემენტის ქარხნები, ასევე ბეტონის დამამზადებელი 16 საწარმო მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ნიდერლანდებში მოქმედი კომპანია „CaucasusCement Holding B.V.“ თავისმხრივ, ამ კომპანიის მესაკუთრეთა სია ასე ნაწილდება:

ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანია „HeidelbergCement Central Europe East Holding B.V.“ - 45%;
ლუქსემბურგში რეგისტრირებული კომპანია „Cement Invest B.V.“ - 45%;
ქ-ნი სვეტლანა ლამპრიანოვა-ბეჟუაშვილი, საქართველოს მოქალაქე - 10%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები