მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს მზის პანელების მწარმოებელ ქართულ კომპანიას

63c94227cccff
შოთა ტყეშელაშვილი
19.01.23 17:10
727
კომპანია “აიონრაიზმა” 2019 წელს საქართველოში, ქუთაისის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში მზის პანელების მწარმოებელი საწარმო გახსნა. “აიონრაიზის” ანგარიშის თანახმად, 2021 წელს კომპანიის შემოსავალი 0.7 მილიონი ლარით, 5.1 მილიონამდე გაიზარდა. ამასთანავე, შემცირდა “ეი სოლარის” ზარალი, თუკი 2020 წელს კომპანიამ 5.7 მილიონი ლარით იზარალა, 2021 წელს ზარალი 1.6 მილიონ ლარს შეადგენდა.

“აიონრაიზი დაარსდა 2016 წლის 15 დეკემბერს, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა მზის პანელების წარმოება და რეალიზაცია, როგორც უცხოურ, ასევე ადგილობრივ ბაზრებზე. კომპანია აგრეთვე ახორციელებს ჩინეთში შეძენილი სარეალიზაციოდ გამზადებული მზის პანელების გადაყიდვას. წარმოების პროცესი დაიწყო 2019 წლის ივლისში,”- ნათქვამია კომპანიის ფინანსურ ანგარიშში.

კომპანიის მეწილეთა სია ასე ნაწილდება:

• სს სოლარ AE (მექსიკა) - 4%;
• აბდულაჰ აბდულრაჰმან ა. ალმუჰესიენი (UAE მოქალაქე) - 41%;
• შპს აიონრაიზ - 55% (საქართველო).

“აიონრაიზის” ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2021 წელს, კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი 4.6 მილიონი ლარი იყო, ხოლო სარეალიზაციოდ შეძენილი მზა პროდუქციიდან მიღებული შემოსავალი კი 0.4 მილიონი ლარი იყო.