მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს 8 მეგავატის სიმძლავრის მზის სადგურები დავამონტაჟეთ - Helios Energy

ჰელიოს ენერჯი

2023 წელს კომპანია „ჰელიოს ენერჯის“ მიერ დადგმული სადგურების ჯამურმა სიმძლავრემ 8 მეგავატს მიაღწია. როგორც კომპანიის დამფუძნებელი BM.GE-სთან აცხადებს, მოთხოვნა მზის ენერგეტიკაზე იზრდება, შესაბამისად, 2024 წელს კომპანიის გეგმაა, მათ მიერ დადგმული სიმძლავრე გაორმაგდეს.

„წელს კარგი ზრდა გვქონდა. მოთხოვნა იზრდება ბაზარზე,, შესაბამისად გავზარდეთ პერსონალის რიცხვიც. ჩვენ ინსტალატორების ნაკლებობა გვქონდა, ამ საქმის სპეციალისტები მარტივად ბაზარზე არ იშოვება. გვყავს 10 კაცამდე ინსტალატორი. წელს 8 მეგავატის სიმძლავრე დავამონტაჟეთ. ამ 8 მეგავატის უკან დგანან საწარმოები, რომელთაც დავუმონტაჟეთ სადგურები და შევუმცირეთ გადასახადები, რიგ შემთხვევაში ისინი არც იხდიან ელექტრო ენერგიის გადასახადს.

მომავალ წელს ახალი პროექტებით ვხვდებით. გვინდა დავამონტაჟოთ ქსელური, დიდი სიმძლავრის სადგურები. უკვე გვაქვს რამდენიმე დამტკიცებული პროექტი, რომელსაც განვახორციელებთ. თუ წელს 8 მეგავატი გვაქვს, მომავალ წელს შეიძლება 15 მეგავატამდე სიმძლავრე დავდგათ. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მზის ენერგეტიკა ვითარდება ქვეყანაში და მეტი და მეტი მომხმარებელი ჩნდება“,-აცხადებს თორნიკე დარჯანია.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ ბაზარზე საგრძნობლად გაიაფდა მზის პანელები. „მომავალი ეკუთვნის მზის ენერგეტიკას, ვნახოთ რა შედეგები გვექნება“,-აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

რაც შეეხება ნეტო აღრიცხვის სისტემას, როგორც დარჯანია ამბობს, გაიზრდება სისტემაში ჩართვის ზღვარი და ამასთან გაჩნდებიან ე.წ თვითმოხმარების სადგურები.

„ნეტო აღრიცხვის მოდელი შეიცვლება, ასევე გაჩნდება თვითმოხმარების სადგურები. მაგალითად საწარმო დააყენებს სადგურს და დაარქმევს საკუთარი მოხმარების სადგურს და ეს არ იქნება 500 კილოვატამდე როგორც შეზღუდულია ნეტო აღრიცხვაში. ეს შეიძლება იყოს 1 მეგავატამდე“,- აცხადებს თორნიკე დარჯანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები