მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს “სითი მოლის” მფლობელ “აი ჯი დეველოფმენტს”

647c57162939b
შოთა ტყეშელაშვილი
04.06.23 13:11
12627
საქართველოში კომერციული უძრავი ქონების ერთ-ერთმა უმსხვილესმა ჰოლდინგმა, აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ” 2022 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, კომპანიამ საკუთარი შემოსავალი 19 მილიონი ლარით, 80.2 მილიონ ლარამდე გაზარდა. ზრდა ყველაზე მეტად საიჯარო შემოსავლებიდან მიღებულ თანხებს უკავშირდებოდა, სადაც კომპანიის ამონაგებმა 20 მილიონი ლარით იმატა. 14 მილიონი ლარით გაიზარდა “აი ჯი დეველოფმენტის” წმინდა მოგებაც და მან 56.6 მილიონ ლარს მიაღწია.

ჰოლდინგის დასრულებულ პროექტთა შორის ჯერჯერობით უმსხვილესია “სითი მოლი საბურთალოსა” და “სითი თაუერის” პროექტი. ჰოლდინგი ასევე “გლდანის სითი მოლსაც” ფლობს.

● საიჯარო შემოსავალი საინვესტიციო ქონებიდან - 63.1 მილიონი ლარი;
● ამონაგები მომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან - 16 მილიონი ლარი.

ამჟამად “აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯიას” უმსხვილეს საინვესტიციო პროექტს CITYZEN-ის საცხოვრებელი და მულტიფუნქციური კომპლექსის განვითარებაა. პროექტის ჯამური ღირებულება $180 მილიონ დოლარს შეადგენს.

“ჯგუფი კონცენტრირებულია გახდეს სავაჭრო ცენტრის წამყვანი ქსელი საქართველოში და იფუნქციონიროს სრული დატვირთვით, ასევე აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯია ცდილობს გააფართოვოს “გლდანი მოლი“, და დაიწყოს ორი ახალი პროექტი: მულტი-საოჯახო და კომერციული უძრავი ქონების მშენებლობა თბილისში და სასტუმროს მშენებლობა რაჭაში,”- ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიშში.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის ბოლოსთვის კომპანიის აქტივები 316 მილიონი ლარი იყო.

“2022 და 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიის 100% წილის მფლობელი იყო შპს აი ჯი ინთერნეშენალ, რომელიც რეგისტრირებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში და ჯგუფის საბოლოო მაკონტროლებელი იყო ბიზნესმენი მინდია საბანაძე,”- ნათქვამია ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები