2025 წელს საქართველოს ეკონომიკაში ჩადებული პირდაპირი ამერიკული ინვესტიციების მოცულობამ 158.1 მლნ დოლარი შეადგინა. წლიურად აშშ-დან ინვესტიციების მოცულობა ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 121.7%-ით გაიზარდა.
$1.7 მილიარდიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, ქვეყნების რეიტინგში მეოთხე ადგილზეა.
BM.GE-მ საქსტატიდან გამოითხოვა დარგები და კომპანიები, რომლებშიც გასულ წელს ყველაზე მეტი ამერიკული ინვესტიციები ჩაიდო. ოფიციალური პასუხიდან ირკვევა, რომ ყველაზე დიდი FDI ისევე როგორ 2024 წელს, 2025-შიც უძრავი ქონების სექტორში განხორციელდა, თუმცა მოცულობა გაორმაგებულია, IT სექტორში ჩადებული ამერიკული ინვესტიციები კი გასამმაგებულია, ამის საპირისპიროდ განათლებაში ინვესტიციები შემცირდა.
აშშ-დან განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სექტორების მიხედვით ასე ნაწილდება:
- უძრავი ქონება - $80.7 მლნ;
- IT [ინფორმაცია და კომუნიკაცია] - $60 მლნ;
- განათლება - $6 მლნ;
- მეცნიერება და ტექნიკური საქმიანობები - $5.2 მლნ;
- მშენებლობა - $5.1 მლნ;
- ჯანდაცვა - $1.7 მლნ;
- ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - $1.4 მლნ;
- სოფლის მეურნეობა - $1 მლნ;
- ლოგისტიკა - $1 მლნ;
- სხვა სახის მომსახურება - $840 ათასი;
- სტუმარმასპინძლობა - $401 ათასი.
რაც შეეხება კომპანიებს, საქსტატის მიერ მოწოდებული უმსხვილესი კომპანიების ჩამონათვალი რეიტინგის მიხედვით დალაგებული არ არის.
TOP-10 ინვესტორი კომპანია:
- რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების საქართველოს წარმომადგენლობა;
- World Vision International-ის ფილიალი საქართველოში;
- საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციის მერსი ქორფს -ის წარმომადგენლობა საქართველოში;
- შპს მაგთიკომი;
- ტექნოლოჯი მენეჯმენტ კომპანი ინკ.-ის წარმომადგენლობა საქართველოში;
- შპს საქართველოს უნივერსიტეტი;
- სს დარიალი ენერჯი;
- შპს ფილდკორ სერვის სოლუშენს ინთერნეშენალ ჯორჯია;
- შპს ჯიი ვერნოვა ინთერნეიშენალ-ის ფილიალი საქართველოში;
- შპს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია;
გასულ წელს FDI 7.6%-ით $1.68 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. საქსტატის თანახმად, ინვესტიციების მთავარი მდგენელი კვლავ არსებული კომპანიების მიერ განხორციელებული რეინვესტიციებია, რაც გასულ წელს 1.4 მილიარდი დოლარი იყო, ეს მთლიანად საინვესტიციო ნაკადის 83%-ს შეადგენდა



























