მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს თბილისის აეროპორტის ოპერატორ TAV-ს?

TAV Georgia

2023 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედმა აეროპორტებმა რეკორდული რაოდენობის 6 მილიონი მგზავრი გაატარეს, რაც 2022 წელთან შედარებით 35%-ით მეტია. ყველაზე მეტ - 3.7 მილიონ მგზავრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა. თბილისში მგზავრთნაკადის მატება 23%-ია და ის პანდემიამდელ ნიშნულს სრულად დაუბრუნდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი TAV Holding-ია, რომელიც აეროპორტს სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად მართავს. აღნიშნულ კონტრაქტს ვადა 2027 წელს გასდის. ამასთან, მთავრობა თბილისის მთავარი აეროპორტის ვაზიანში გადატანის შესაძლებლობასაც განიხილავს.

ამ დროისთვის თბილისის აეროპორტის ოპერატორ TAV-ს გამოქვეყნებული აქვს 2023 წლის 9 თვის ფინანსური შედეგების ამსახველი ინფორმაცია, რაც 2.76 მილიონი მგზავრის მომსახურებიდან მიღებულ შემოსავალს ასახავდა. პერიოდის განმავლობაში მიღებული შემოსავალი 69.4 მილიონი ევრო (201 მილიონი ლარი), წმინდა მოგება კი 36 მილიონი ევრო იყო (101 მილიონი ლარი). 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კომპანიის შემოსავალი 21.4%-ით, წმინდა მოგება კი 20.6%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, მან 2023 წლის განმავლობაში 621,514 მგზავრი მიიღო, რაც წლიურად 1%-ით არის გაზრდილი. TAV-ის ანგარიშის თანახმად, აეროპორტმა 2023 წლის 9 თვეში 525,130 მგზავრის მომსახურებით 17.3 მილიონი ევროს (50.1 მილიონი ლარის) შემოსავალი მიიღო. აეროპორტის შემოსავალი პერიოდის განმავლობაში 26%-ით გაიზარდა.

“ტავ ურბან ჯორჯია არის "TAV Airports Holding"-ის წევრი [“Aéroport De Paris” ჯგუფის წევრი], რომელმაც საქართველოში ოპერირება 2005 წელს დაიწყო და განახორციელებს საქმიანობას 2027 წლამდე "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან" არსებული მშენებლობა-ოპერირება-ტრანსფერის (BOT) ხელშეკრულების ფარგლებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები