მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის შემოსავალს იღებს ბიუჯეტი სატრანზიტო ტრაილერების გატარებით - სტატისტიკა

ტრანზიტი

2024 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტმა საერთაშორისო ტრანზიტში ჩართული ტრაილერების გატარებით 57 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.5%-ით მეტია.

ფინანსთა სამინისტროს თანახმად, 2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველო სულ 162.5 ათასმა სატრანზიტო ტრაილერმა გადაკვეთა, რაც წინა წელთან შედარებით 6.5%-ით, ანუ 10 ათასით მეტია.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით თითოეულმა სატრანზიტო ტრაილერმა ფინანსთა სამინისტროსგან გზათსარგებლობის მოსაკრებელი უნდა შეიძინოს, რომლის ღირებულებაც 350 ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები