მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2026 წლის 4 თვეში მთავრობამ ₾7.5 მილიარდის გადასახადები აკრიფა

ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2026 წლის ბიუჯეტის 4 თვის შესრულების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც განვლილი პერიოდის განმავლობაში ბიუჯეტში 7.5 მილიარდი ლარის გადასახადები შევიდა, ეს 6 თვის გეგმის 67.7%-ს შეადგენს.

კონკრეტული გადასახადების მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა - 2.8 მილიარდი ლარი ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადიდან შევიდა, მეორე ადგილს კი დამატებული ღირებულების გადასახადი იკავებს 2.7 მილიარდი ლარით.

2026 წლის იანვარ-აპრილში ცენტრალურ ბიუჯეტში შესული გადასახადები ასე ნაწილდება:

  • საშემოსავლო გადასახადი - 2,819,259,800 ლარი, 6 თვის გეგმის 69.6%;
  • დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) - 2,719,764,800 ლარი, 6 თვის გეგმის 67%;
  • მოგების გადასახადი - 1,211,306,000 ლარი, 6 თვის გეგმის 73.6%;
  • აქციზი - 744,497,700 ლარი, 6 თვის გეგმის 61.5%;
  • იმპორტის გადასახადი - 51,052,100 ლარი, 6 თვის გეგმის 70.9%.

მიმდინარე წელს ყველაზე მნიშვნელოვანი საგადასახადო ცვლილება ავტომობილების განბაჟების აქციზის გადასახადს უკავშირდება. 6 წლამდე და 6 წელზე მეტი ხნის წინ გამოშვებული ავტომობილების განბაჟების აქციზის გადასახადი 560%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ბიუჯეტის შემოსავლების სხვა წყაროებს, ბიუჯეტში პრივატიზაციიდან 70 მილიონი ლარი შევიდა, რაც 6 თვის გეგმის 68%-ია, მათ შორის 5G მობილური ინტერნეტის სიხშირის ლიცენზიის გადასახდელი 17 მილიონ ლარს შეადგენდა.

სესხებით კი მთავრობამ 2026 წლის 4 თვეში 1.9 მილიარდი ლარის მობილიზება შეძლო, აქედან 364 მილიონი ლარი შიდა ვალი, 1.52 მილიარდი ლარი კი საგარეო ვალი იყო. ვალის მობილიზების მაჩვენებელი კი 70.8%-ს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები