მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მოქმედი პროფესიული საფეხბურთო სტადიონია საქართველოში?

ბათუმის სტადიონი

ქვეყანაში პროფესიული ფეხბურთის განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაა.

ოფიციალური მონაცემებით, ამ ეტაპზე საქართველოში 12 სხვადასხვა ზომის საფეხბურთო სტადიონია, რომელზეც მაღალი რანგის თამაშების ჩატარება შეიძლება.

  1. თბილისში 1976 წელს აშენებული ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა" (ტევადობა 55 000);
  2. თბილისში 2001 წელს აშენებული ლოკომოტივი (ტევადობა 27 000);
  3. ბათუმის 2020 წელს აშენებული "აჭარაბეთ არენა" (ტევადობა 20 000);
  4. ქუთაისში 1956 წელს აშენებული "რამაზ შენგელიას სტადიონი" (ტევადობა 15 000);
  5. ლანჩხუთში 1987 წელს აშენებული "ევგრაფი შევარდნაძის სტადიონი" (ტევადობა 10 000));
  6. რუსთავში 2009 წელს აშენებული "ფოლადის სტადიონი" (ტევადობა 6 000);
  7. გორის "თენგის ბურჯანაძის სტადიონი", რომლის აშენების ზუსტი თარიღიც ცნობილი არ არის. (ტევადობა 5 000);
  8. ქობულეთში 1967 წელს აშენებული "ჩელე არენა" (ტევადობა 5 000);
  9. ზესტაფონში 1952 წელს აშენებული "დავით აბაშიძის სტადიონი" (ტევადობა 4 600);
  10. ბოლნისის "თმაზ სტეფანიას სტადიონი", რომლის აშენების ზუსტი თარიღიც ცნობილი არ არის.(ტევადობა 3 242)
  11. მცხეთის 2011 წელს აშენებული "მცხეთა-პარკი". (ტევადობა 2 000);
  12. გორში 1978 წელს აშენებული "ქართლი". (ტევადობა 1 500).

ასევე, საქართველოში არის ამჟამად უფუნქციოდაა დარჩენილი 8 სტადიონი.

  • თელავში 12 000 ადამიანის ტევადობის სტადიონი;
  • ფოთი - 6 000-ის ტევადობის;
  • ზუგდიდი - 5 000-ის ტევადობის;
  • სოხუმი - 4 600-ის ტევადობის;
  • ბორჯომი - 4 000-ის ტევადობის, რომლის რებილიტაცია 1 აპრილს უნდა დაიწყოს და ზუსტად 18 თვეში უნდა დასრულდეს. 5.2 მლნ ლარის ტენდერი "გლობალ სტანდარტმშენმა" ჩაიბარა
  • ოზურგეთი - 3 500-ის ტევადობის;
  • სამტრედია - 2 000-ის ტევადობის;
  • ვანი - 1 500-ის ტევადობის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები