საქართველოს მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს საშტატო შემადგენლობისა და ანაზღაურების შესახებ განკარგულება დაამტკიცა, რომლის თანახმადაც სამინისტროს აპარატში 193 დასაქმებულია, ხოლო მათი წლიური შრომის ანაზღაურება 8 მილიონ ლარს შეადგენს.
განკარგულების თანახმად, მინისტრს ორი მრჩეველი ჰყავს, რომელთა ანაზღაურებაც თვეში 5,320 ლარია. ამასთან მინისტრის უფროსი თანაშემწის თანამდებობრივი სარგო 3,509 ლარია, ხოლო მინისტრის თანაშემწის ანაზღაურება 3,141 ლარი.
განკარგულების თანახმად, თანაშემწე ჰყავს მინისტრის პირველ მოადგილეს, რომლის ანაზღაურებაც 2,251 ლარია, ხოლო დანარჩენ 4 მოადგილესაც თავისი თანაშემწეები ჰყავთ (ოთხი თანაშემწე), რომელთა ანაზღაურებაც ასევე 2,251 ლარია.