მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატი ბრეგაძემ "აგენტების რეესტრში" ინფორმაციის წარდგენის წესში ცვლილება შეიტანა

რატი ბრეგაძე

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ბრძანება რაც ე.წ. რუსული კანონის შესაბამისად, "აგენტების რეესტრში" ინფორმაციის წარდგენის ფორმას მცირედით ცვლის. ამ ფორმით ე.წ. უცხოური გავლენის გამტარ ორგანიზაციებს არ მოუწევთ დასაქმებულთა პირადი ნომრების წარდგენა, თუმცა მოუწევთ გაცემული ხელფასების და საბანკო მონაცემების წარდგენა.

ორგანიზაციების მიერ წარსადგენი სახელფასო მონაცემები ასეთია:

  • თანხის მიმღები პირის სახელი, გვარი/სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა
  • ხარჯის გამწევი პირის საბანკო ანგარიშის ნომერი
  • ხარჯის გამწევი პირის საფინანსო ინსტიტუტი
  • ფაქტობრივი ხარჯი
  • საკასო ხარჯი
  • გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადი
  • ხარჯის გაწევის თარიღი
  • ხარჯების გაწევის მიზანი**

რუსული კანონის კონსტიტუციურობის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს. საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების და არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების სარჩელების თანახმად, ეს კანონი კონსტიტუციას არღვევს, ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციის გაცხადებულ კურსს და მნიშვნელოვნად ლახავს მოქალაქეთა პირად სივრცეს.

სასამართლომ ამ საქმეზე განმწესრიგებელი სხდომა უკვე გამართა. ერთ-ერთი საკითხი, რაც სადავო იყო თანამშრომელთა პერსონალური მონაცემების გასაჯაროებას შეეხებოდა.

საჩივრის ავტორები და მოქალაქეები სასამართლოს გადაწყვეტილებას - აჩერებს თუ არა კანონის მოქმედებას საკითხზე განხილვის დასრულებამდე - 20 დღეზე მეტია ელოდებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები