იმ პენსიონერებს, ვისაც საპენსიო სესხები აღებული აქვთ 2023 წლის 1-ელ იანვრამდე, 15 მარტის შემდეგ საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდათ და დღეს შეადგენს 24,9 ერთეულს, - ამის შესახებ "იმედის" ეთერში, ეროვნული ბანკის საბაზრო ქცევის ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა, ნათია ჭყონიამ განაცხადა.
მან ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რას გულისხმობს საპროცენტო განაკვეთის გაიაფება და განმარტა, რომ თუ აქამდე ჰქონდათ საშუალო საპროცენტო განაკვეთი 32%, დღეს უკვე 25%-მდე ექნებათ.
„მათთვის ამოქმედებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, პენსიონერებს შეუძლიათ დარეკონ ბანკის ქოლცენტრში ან მიმართონ ბანკის ფილიალს და მათი ახალი გადასახდელი თანხა ამ გზით გაარკვიონ.
თუ აქამდე ჰქონდათ საშუალო საპროცენტო განაკვეთი 32%, დღეს უკვე ექნებათ 25%-მდე. ეს ცვლილება მათ, დაახლოებით 7%-იან სხვაობას აძლევთ. აქ აღსანიშნავია, რომ ვისაც მცირე თანხა აქვს დარჩენილი სესხზე, შესაძლოა დიდი სხვაობა არ მისცეს შენატანში, მაგრამ ჯამურად საკმაოდ მასშტაბური შემცირებაა“, - აღნიშნა ნათია ჭყონიამ.
22 თებერვალს საქართველოს მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება. გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას და „ლიბერთი ბანკის“ გენერალურ დირექტორს ბექა გოგიჩაიშვილს შეხვდა. ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებით, 150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი აიღეს 2023 წლამდე, სესხის პროცენტი შეუმცირდებათ და გაუტოლდება იმ პროცენტს, რომელიც 2023 წლიდანაა დაწესებული.
"ლიბერთი ბანკში" განმარტავდნენ, რომ 150 000-ზე მეტ საპენსიო სესხზე პროცენტის შემცირება მათი გადაწყვეტილება იყო და ამავე დროს ამბობენ, რომ დეტალები იმის შესახებ რამდენ პენსიონერს, ჯამურად რა მოცულობის თანხით შეუმცირდება, ზუსტდება. ამის შესახებ „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ბექა გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
საპენსიო სესხების საკითხი იყო 23 თებერვალს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას პარლამენტში დაბადების მთავარი თემაც. ინტერპელაციით წესით საკანონმდებლო უწყებაში გამოსვლისას ნათია თურნავა საკითხზე საუბრისას 150 000-ზე მეტ საპენსიო სესხზე საუბრობ და არა 150 000 პენსიონერის სესხზე.