მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამდენი სავალუტო ჯიხური დააჯარიმა სებმა 2022-2024 წლებში ტერორიზმის და ფულის გათეთრების კანონის დარღვევისთვის?

ვალუტის გადამცვლელი

ეროვნულმა ბანკმა ფულის გათეთრების და ტერორიზმის ფინანსირების საწინააღმდეგო კანონმდებლობის დარღვევისთვის 2022-2024 წლებში ვალუტის გადამცვლელი 254 პუნქტი დააჯარიმა.

საუბარია იმ წლებზე, როცა საქართველოს პროკურატურის განცხადებით, უპრეცედენტო ოდენობის - 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მიმდინარეობდა.

პორტალზე არსებული ინფორმაციით: 2024 წელს ვალუტის გადამცვლელი არც ერთი პუნქტი არ დაჯარიმებულა. ფინანსური ანგარიშის მიხედვით კი, გასულ წელს გადამცვლელი პუნქტები 45 000 ლარით დაჯარიმდნენ. უცნობია, რამდენ სუბიექტზე განაწილდა ჯარიმა;

2023 წერს დააჯარიმა 114 პუნქტი - სავალუტო ჯიხურებს 595 400 ლარი დაეკისრათ;

2022 წელს 140 პუნქტი - წლის განმავლობაში, დაკისრებული ჯარიმის სრული მოცულობა 1 607 700 ლარია.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2025-ში სებმა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წესების დარღვევისთვის 7 პუნქტი დააჯარიმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობამ AML/CFT ზედამხედველობის წესი 2018 წლის 27 ივნისს დაამტკიცა. განმარტებითი ბარათის მიხედვით, პორტალმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებით უნდა გააკონტროლოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობა, ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესით გათვალისწინებული ანგარიშგებები.

შეგახსენებთ: გუშინ საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 2022-2024 წლებში განხორციელებული, უპრეცედენტო ოდენობის - 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა და ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულმა მის საკუთრებაში არსებული, ეროვნული ბანკის მიერ ნებადართული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის საფარქვეშ, “ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა განზრახ იგნორირებით, მოაწყო დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის შეკრების, კონვერტაციის გზით წარმოშობის შეცვლის და ლეგალურ მიმოქცევაში განთავსების უკანონო ქსელი.

მარეგულირებლის სტატისტიკით, აქართველოს დღეის მდგომარეობით, საქართველოში სულ 717 რეგისტრირებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები