მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვის ეკუთვნის ვალუტის გადამცვლელი პუნქტები, რომლებიც სებ-მა 2025 წელს ფულის გათეთრებისთვის დააჯარიმა?

ბანკები

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღეის მდგომარეობით, საქართველოში სულ 717 რეგისტრირებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტია აქედან, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წესების დარღვევისთვის 7 პუნქტი დააჯარიმა.

დაჯარიმებული 7 პუნქტიდან ეროვნული ბანკის რეესტრის მიხედვით ყველა მოქმედია გარდა ბოლოს დაჯარიმებული ინდივიდუალური მეწარმის, თენიგიზ გუგუმბერიძისა.

  1. 20 თებერვალს ეროვნულმა ბანკმა დააჯარიმა ინდმეწარმე იოსებ დოლაბერიძე დააჯარიმა 24 000 ლარით;
  2. 20 თებერვალსვე დააჯარიმა ი/მ „ნინო ალექსიშვილი-ნინი“ 21 000 ლარით;
  3. შპს "ტასო 2023" 3 000 ლარით დაჯარიმდა 8 ივლისს - მფლობელი ვიქტორია გეჯაძეა;
  4. ვალუტის გადამცვლელი პუნქტი შპს "პ 360 02" 3 000 ლარით დაჯარიმდა კომპანიის 100%-ს ლია წაქაძე ფლობს - ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის დადგენილი ვადის გასვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენლობის გამო;
  5. ვალუტის გადამცვლელი პუნქტი შპს "ვიპ-კრედიტი" 3 000 ლარით დაჯარიმდა. პუნქტის მფლობელი კობა ძიძიგურია - ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის დადგენილი ვადის გასვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენლობის გამო;
  6. ვალუტის გადამცვლელი პუნქტი შპს "გიგა 1974" 6 000 ლარით დაჯარიმდა. პუნქტის 100% გიორგი ჟორჟოლაძეს ეკუთვნის - სები წერს, რომ მიზეზი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის განმეორებით წარუდგენლობის გამო;
  7. ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ინდივიდუალური მეწარმე "თენგიზ გუგუმბერიძე" 3 000 ლარით დაჯარიმდა - ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის დადგენილი ვადის გასვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენლობის გამო.

პროკურატურა ამბობს, რომ უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 2022-2024 წლებში განხორციელებული, უპრეცედენტო ოდენობის - 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. პირი, რომელმაც 624 მლნ დოლარი და 35 მლნ ევრო გაათეთრა, პროკურატურის ვერსიით, მის საკუთრებაში არსებული, სებ-ის მიერ ნებადართული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის საფარქვეშ უკანონო ქსელი მოაწყო.

პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი, მაგრამ უწყებას არც ამ პირის ვინაობა და არც ვალუტის გადამცვლელი პუნქტის სახელი არ დაუსახელებია.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობამ AML/CFT ზედამხედველობის წესი 2018 წლის 27 ივნისს დაამტკიცა. განმარტებითი ბარათის მიხედვით, პორტალმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებით უნდა გააკონტროლოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობა, ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესით გათვალისწინებული ანგარიშგებები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები