სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რამდენ ბავშვს მოუწევს სწავლის სხვა სკოლის შენობაში გაგრძელება უცნობია. განათლების სამინისტრო დეპუტატ ანა ნაცვლიშვილისთვის კითხვაზე პასუხად წერს, რომ ზუსტი რიცხვი სასწავლო წლის დაწყების შემდეგ გახდება ცნობილი.
რაც შეეხება სკოლებს, რომლებიც სასწავლო წელს თავის შენობაში ვერ დაიწყებს, სამინისტროს ინფორმაციით, გამოდის, რომ ასეთი 174-მდე სკოლაა.
"მიმდინარე ინფრასტრუქტურული ღონისძიებების შედეგად, ახალ სასწავლო წელს, დროებით ალტერნატიულ ფართში გადასულ მოსწავლეთა რაოდენობა და ტრანსპორტით მოსარგებლეთა რაოდენობა დაზუსტდება 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებისათვის.
დღეის (3 სექტემბრის) მდგომარეობით, 214 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს მშენებლობა-სრული რეაბილიტაციის სამუშაოები. ამასთან აღსანიშნავია, რომ ეტაპობრივად დასრულდება 40-მდე საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყებამდე აღნიშნული პროცესები. ამდენად მიმდინარე ინფრასტრუქტურული ღონისძიებების შედეგად, ახალ სასწავლო წელს, დროებით
ალტერნატიულ ფართში გადასულ მოსწავლეთა რაოდენობა და ტრანსპორტით მოსარგებლეთა
რაოდენობა დაზუსტდება 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებისათვის.
შესაბამისად, გამოდის რომ 174-მდე სკოლა საკუთარ შენობაში სასწავლო პროცესს ვერ განაახლებს.
დეპუტატმა უწყებას ასევე ჰკითხა:
- რა ეტაპზეა სარეაბილიტაციო პროცესი თბილისის მე-4; მე-10; მე-11; 113-ე და მე-14 სკოლებში?
- რა ეტაპზეა სარეაბილიტაციო პროცესი ხარაგაულის სოფელ წყალაფორეთის და მესტიის სოფელ იფარის სკოლებში;
სამინისტრო პასუხობს, რომ თბილისის №4, №10 და №11 , 14, 113 საჯარო სკოლების
მშენებლობისთვის მიმდინარეობს მშენებლობის დაწყებისთვის საჭირო პროცედურები, ხოლო
სსიპ - მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იფარის საჯარო სკოლის მშენებლობა დაწყებულია
და შეუფერხებლად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. უწყება არაფერს წერს წყალაფორეთის სკოლაზე.