მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამდენი თანხა დაუზოგა მასკის DOGE-მა აშშ-ის ბიუჯეტს?

DOGE

ილონ მასკი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში მოღვაწეობას ასრულებს. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში, აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტმა 27-მდე დეპარტამენტის და სააგენტოს საქმიანობა გადაამოწმა.

ოფიციალური ინფორმაციით, DOGE-ის საქმიანობის შედეგად, აშშ-ის სამთავრობო ბიუჯეტმა 175 მილიარდი დოლარის დაზოგვა შეძლო, რაც თითოეულ გადასახადის გადამხდელზე გადათვლით დაახლოებით 1,100 დოლარს შეადგენს.

ამ თანხის უდიდესი ნაწილი ფედერალური მუშაკების ანაზღაურებაზე მოდის, რომელთა რაოდენობა, DOGE-ის რეკომენდაციით, თითქმის 300,000-ით იქნა შემცირებული.

როგორც დეპარტამენტიდან წასული ილონ მასკი აცხადებს, DOGE-ის მოღვაწეობა მის გარეშეც გაგრძელდება და ის მომავალშიც უზრუნველყოფს მთავრობის ეფექტიანობის გაზრდას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები