მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი უცხოელი სტუდენტის მიღების რესურსი აქვს საქართველოს წლიურად?

64c3ae8f4ad4c
ვიქტორია მღებრიშვილი
29.07.23 00:00
520
კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტ კახა შენგელიას შეფასებით, საქართველოში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს წლიურად 70 000 უცხოელი სტუდენტის მიღების რესურსი აქვთ, წელს კი ეს რიცხვი 35 000-მდეა გაზრდილი. ქართული ცოდნის ექსპორტის შესაძლებლობებსა და რესურსზე კავკასიის უნივერსიტეტის დამფუძნებელმა გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.

კახა შენგელია ამბობს, რომ დღეს უცხოელი სტუდენტების მიერ ვიზების მიღების პროცესი გამარტივებულია, რაც მათ საქართველოში მოზიდვას კიდეც უფრო შეუწყობს ხელს.

„საერთაშორისო ბაზარზე კონკურენცია ასეთია - საქართველო, ყირგიზეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, რუსეთი ბაზრიდან გამოვარდა, რადგან იქ სტუდენტები სასწავლებლად უბრალოდ არ მიდიან, ჩვენი მეზობლები - სომხეთი და აზერბაიჯანი, რომლებსაც ბევრი ქვეყანა ჯერ არ აღიარებს... ჩვენ რეალურად ევროპელების და აზერბაიჯანელებს შორის ვრჩებით.

დღეს მაგალითისთვის ინდოეთისთვის (საიდანაც სტუდენტების დიდი ნაკადი მოდის) საქართველო ამერიკის, ავსტრალიის, კანადის, ახალი ზელანდიის შემდეგ მეხუთე თუ მეექვსე ქვეყანაა, სადაც სტუდენტებს ჩამოსვლა და სწავლა უნდათ. უზარმაზარი ნაკადი წამოვიდა და ამას სჭირდება ხელშეწყობა კარგი სტუდენტი, რომელიც კარგი გადამხდელია, ჩამოვიდეს საქართველოში და ისწავლოს“, - ამბობს კახა შენგელია.

კითხვაზე - რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ საქართველომ რეგიონში საგანმანათლებლო ჰაბის სტატუსი განიმტკიცოს, კახა შენგელია ამბობს, რომ უმთავრესი სახელმწიფოს და კერძო სექტორის თანამშრომლობაა.

„სახელმწიფომ და კერძო უმაღლესმა სასწავლებლებმა მეტი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ ლაბორატორიების, ახალი შენობების, ახალი საავადმყოფოებს, ახალი ჰოსპიტალები. ამის შანსი გვაქვს და ამისთვის 3 წელი გვაქვს, სანამ უკრაინაში მდგომარეობა დალაგდება, ის უცხოელი სტუდენტები, რომლებიც უკრაინასა და რუსეთში მიდიოდა, აქეთ წამოვიდა და ამის ძალიან დიდი ნაჭერი ჩვენ შეგვხვდა. ამის ხელიდან გაშვება არ შეიძლება.

რა არის ამისთვის საჭირო - კიდევ უფრო გაიოლდეს უცხოელი სტუდენტების საქართველოში შემოსვლა, გაიოლდა მათი ენის ჩაბარების გამოცდა, საუბარია ინგლისურზე და ამას ჩვენ გავაკეთებთ; მესამე - სერვისები ადგილზე, მათთვის ბინადრობის მიცემა, საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფა, უსაფრთხოება, კვება და ა.შ. ეს ყველაფერი თითქმის მოწესრიგებულია, მაგრამ კიდევ მეტად ხელშეწყობა უნდა, რომ მიზიდულობა გაიზარდოს, რათა არამხოლოდ ინდოელი ჩამოვიდეს მარტივად, არამედ ნიგერიელი და ისრაელელი, გალფის ქვეყნებიდან უფრო მეტი სტუდენტი ჩამოვიდეს და ეს რიცხვები კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.

როგორც ვიცით, უკვე 35 000 სტუდენტი გვყავს საქართველოში და ეს მაჩვენებელი შეიძლება გაორმაგდეს და 70 000-მდე ავიდეს. ჩვენ სახელმწიფოსთან ხელჩაკიდებულები გავაკეთებთ იმას, რომ მაქსიმალურ პირობებს შევუქმნით ამ ხალხს რომ საქართველოში ჩამოვიდნენ და ისწავლონ. მთავარი რაც არის, განათლების ახალი მინისტრი ამაში ხელს გვიწყობს“, - განმარტავს კახა შენგელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები