გასული წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა, 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 6.9%-ით გაიზარდა და 741 ათასი კაცით განისაზღვრა.
საქტატის მიერ გამოქვეყნებული საწარმოთა საქმიანობის შედეგების მიხედვით, ბიზნეს სექტორში დასაქმებულებიდან უმრავლესობა 56.9% - კაცია, 43.1% კი ქალია.
რაც შეეხება დასაქმებულთა განაწილებას ბიზნესის სიდიდის მიხედვით, ამ პერიოდის განმავლობაში მსხვილი ბიზნესი მთლიანად დასაქმებულების 41.7%-ს, საშუალო - 21.8%-ს, ხოლო მცირე ბიზნესი - 36.4%-ს ასაქმებდა.
საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 699.5 ათასი კაცი შეადგინა
(გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.3%-ით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 4 მილიარდ 086 მილიონი ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 25.5%-ით მეტი).
2022 წლის IV კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური
ხელფასი 1 911.1 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 313.2 ლარითაა გაზრდილი). მათ შორის ქალების ხელფასმა 1 487 ლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 244.4 ლარით მეტია.
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:
⦁ მსხვილი ბიზნესი – 2 007.2 ლარი
⦁ საშუალო ბიზნესი – 2 165.3 ლარი
⦁ მცირე ბიზნესი – 1 602.1 ლარი.
2022 წლის IV კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები შესაბამისად, 27.8, 12.6 და 9.9%-იანი წილებითლიდერობენ. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მშენებლობის (8.5%), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.0%), ინფორმაცია და კომუნიკაციის (5.7%) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (5%) დარგის საწარმოებზეც მოდის.




























