მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენია Marriott-ის ბრენდის სასტუმროების შემოსავალი საქართველოში?

63b3e6ce38a86
BM.GE
22.12.22 00:05
2477
საქართველოში Marriott-ის ბრენდის სამი სასტუმროს, “თბილისი მარიოტის”, “ქორთიარდ თბილისსა” და “მოქსის” მენეჯმენტით კომპანია “ჯი-ემ-თი სასტუმროები“ არის დაკავებული.

კომპანიამ 2021 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც გასულ წელს კომპანიის შემოსავალი 9 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით ორჯერ მეტი იყო. ამის მიუხედავად, კომპანიამ 2021 წელი მაინც ზარალით დაასრულა, რაც 5.8 მილიონ დოლარს შეადგენდა. ასევე ზარალიანი იყო 2020 წელიც, როდესაც ტურიზმის ვარდნის გამო კომპანიამ 16.7 მილიონი დოლარით იზარალა.

“ჯი-ემ-თი სასტუმროები“ ფლობს Tbilisi Marriott Hotel-ს, Tbilisi Courtyard by Marriott Hotel-ს, Moxy Tbilisi Hotel-ს (ერთობლივად “სასტუმროები”) და GMT Plaza-ს, A კლასის ბიზნეს ცენტრს. კომპანია ასევე ფლობს ბიზნეს ცენტრს Moxy Tbilisi Hotel-ის შენობაში. Moxy Tbilisi Hotel და ბიზნეს ცენტრი გაიხსნა 2018 წლის მარტში და მდებარეობს თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე, ხოლო დანარჩენი სასტუმროები მდებარეობს თბილისის ცენტრში. Marriott Hotels International B.V გასწევს მომსახურებას კომპანიაზე, სასტუმროების მართვისთვის, Marriott Hotels International B.V-ს და კომპანიას შორის დადებული, სასტუმროს მართვის ხელშეკრულებების საფუძველზე,”- ნათქვამია კომპანიის ფინანსურ ანგარიშში.

უფრო დეტალურად, ჯგუფის შემოსავლები ასე ნაწილდება:

-ოთახები - 5.75 მილიონი დოლარი;
-საკვები და სასმელი - 1.36 მილიონი დოლარი;
-სხვა - 0.4 მილიონი დოლარი;
-ბიზნეს ცენტრებიდან და სხვა საოფისე ფართიდან მიღებული საიჯარო შემოსავალი - 1.36 მილიონი დოლარი.

რაც შეეხება ხარჯებს, ჯგუფის მართვაში შემავალი უძრავი ქონების ოპერირების ხარჯი 8.64 მილიონი დოლარი იყო, ადმინისტრაციული ხარჯები 2.2 მილიონ დოლარს შეადგენდა, ფინანსური ხარჯები კი 2.5 მილიონს.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის აქტივები 59 მილიონ დოლარს, ვალდებულებები კი 75.4 მილიონ დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები