დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული სტატისტიკის მიხედვით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსზე სულ 409 323 ტესტია ჩატარებული; პირველადად ტესტირებულთა (PCR ტესტი) რაოდენობა კი 404 061-ია.
NCDC-ის ინფორმაციითვე, მილიონ მოსახლეზე PCR ტესტირებულთა რაოდენობა 110 125-ია.
5 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1621 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის უკვე გამოჯანმრთელებულია 1302 პაციენტი, ხოლო ვირუსმა 19 პირი იმსხვერპლა.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 6144 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 292 მოქალაქე, ხოლო უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.