მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენია YouTube-ის მიერ რეკლამიდან მიღებული შემოსავალი - Google-ი მონაცემებს ასაჯაროვებს

5e39a6cf4a940
ნათია თაქთაქიშვილი
05.02.20 00:30
2991
YouTube-მა გასულ წერს რეკლამიდან 15 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. აღსანიშნავია, რომ Google-მა 14 წლის წინ YouTube-ის შეძენაზე კომპანიის ამჟამინდელ შემოსავალთან შედარებით 9-ჯერ ნაკლები თანხა დახარჯა. ამის შესახებ Business Insider-ი წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, Google-ის მფლობელმა კომპანია Alphabet-მა, პირველად გაასაჯაროვა YouTube-ის ფინანსური მონაცემები. YouTube-ის რეკლამიდან შემოსავალი Alphabet-ის მთლიანი შემოსავლის 9%-ია. Alphabet-ის შემოსავალმა კი გასულ წელს 162 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა.

Alphabet-მა ასევე პირველად გაასაჯაროვა Google Cloud-ის შემოსავლებიც, რომელმაც დაახლოებით 2.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა გასული წლის ბოლო კვარტალში.

YouTube-ი Google-მა 2006 წლის ოქტომბერში შეიძინა. კომპანიას მაშინ მხოლოდ 65 თანამშრომელი ჰყავდა. დღეს პლატფორმა დიდი პოპულარულობით სარგებლობს მსოფლიოს მასშტაბით და თვეში 2 მილიარდზე მეტი ვიზიტორი ჰყავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები