მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რამდენიმე ფაქტორია, პირველი - შიში“- რატომ არ ისმის ტურიზმის ინდუსტრიის ხმა ე.წ რუსული კანონის წინააღმდეგ?

ტურიზმი

ე.წ რუსული კანონის წინააღმდეგ რამდენიმე სექტორმა მკაფიო პოზიცია ღიად დააფიქსირა, თუმცა ტურიზმის ინდუსტრიის ცალკეული წარმომადგენლების განცხადებების მიუხედავად, მთლიანად სექტორის ხმა ჯერ არ ისმის.

ტურიზმის ანალიტიკოსი ია თაბაგარი რედაქტ2-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. თაბაგარი თვლის, რომ ინდუსტრიის წარმომადგენლებს აქვთ შიში და ერიდებიან ხელისუფლების განაწყენებას.

„მე ვფიქრობ, რომ რამდენიმე ფაქტორია. პირველი - შიში, რაც ცუდია. მეორე - ადამიანები ძალიან ხშირად იცდიან, არ იციან რომელ მატარებელს გაჰყვნენ, რაც მხოლოდ ტურიზმს არ ეხება და მთლიანობაში საზოგადოებას ეხება.

ყველას გვყავს გარშემო ადამიანები, რომლებიც მკაფიოდ არ გამოხატავენ თავიანთ პოზიციას. ასევე, ეს ადამიანები ბოლომდე ვერ აღიქვამენ, ვერ აცნობიერებენ რამხელა საფრთხე გვემუქრება და შეიძლება ერიდებიან ხელისუფლების წარმომადგენლების წყენინებას, რადგან გარკვეულწილად მათზეც არიან დამოკიდებულები.

ბევრ რაღაცას აქვს მნიშვნელობა. ტურიზმის ხელისუფლებაც რომ ავიღოთ, მათ ჰყავთ თავიანთი ფავორიტები, რომელთანაც ურთიერთობაც სიამოვნებს. კრიტიკა არავის სიამოვნებს, რაც არ უნდა ჯანსაღი იყოს.

სხვები რომ იღებენ ხმას, საკმარისი ჰგონიათ“,-განაცხადა ია თაბაგარმა რედაქტ2-ში სტუმრობისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები