მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამდენიმე საკითხი, რომელიც მშენებლებმა გასულ შეხვედრებზე დასვეს, დადებითად გადაწყდა - რევაზ სოხაძე

რევაზ სოხაძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან და მთავრობის ადმინისტრაციის უფროს ლევან ჟორჟოლიანთან ერთად, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

რევაზ სოხაძის თქმით, რამდენიმე საკითხი, რომელიც მშენებლების მხრიდან გასულ შეხვედრებზე იყო დასმული, დღეს დადებითად გადაწყდა, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რა საკითხებზე შეთანხმდნენ ბიზნესთან.

bm.ge-სთან აღნიშნულზე დარგის ერთ-ერთი წარმომადგენელი, "კავკასუს როუდ პროჯექტის" მმართველმა პარტნიორმა პაატა ტრაპაიძემ ისაუბრა, რომელმაც თქვა, რომ საქმე 55-ე დადგენილებას ეხება. გარდა ამისა, პაატა ტრაპაიძის თქმით, შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება რეფორმების ჯგუფი.

"ჩვენ ამ შეხვედრებს მუდმივად ვმართავთ. მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე საკითხი, რომელიც მშენებლების მხრიდან გასულ შეხვედრებზე იყო დასმული, დღეს დადებითად გადაწყდა და მთავრობამ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც კიდევ ერთხელ შეუწყოს ხელს ამ ბიზნესის და სექტორის განვითარებას.

იცით, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქვს ამბიციური გეგმები და მნიშვნელოვანი პროექტები განსახორციელებელი. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ქართული კომპანიები მზად იყვნენ ამ პროექტების განსახორციელებლად და იმ მოთხოვნების შესაბამისად, რაც ჩვენ გაგვაჩნია“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ლევან ჟორჟოლიანის თქმით კი, დარგის გაჯანსაღების მიზნით დაისახა სამომავლო გეგმები.

„დაისახა გეგმები დარგის, სისტემის გაჯანსაღების მიმართულებით. ვფიქრობთ, რომ სამომავლო ნაბიჯებსაც გადავდგამთ ბიზნესთან კოორდინაციით. ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად მივიღოთ ხარისხიანი პროდუქტი და ამაში გადავიხადოთ საბაზრო ფასი“, - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები