მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენიმე თვეში ჩხოროწყუში „ხობი 2 ჰესი“ ამოქმედდება, ინვესტიცია - $84 მლნ

63ece0c9017b7
თელარა გელანტია
18.02.23 19:15
2936
სამეგრელოში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში „ხობი 2 ჰესი“ ექსპლუატაციაში მიმდინარე წლის მაის-ივნისში შევა. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა #წერტილში კომპანია „ფერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა.

ლაშა იორდანიშვილის ინფორმაციით, ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 50 მეგავატია, წლიური გამომუშავება კი - 195 გვტ/სთ.

პროექტის ჯამური ინვესტიცია 84 მილიონი აშშ დოლარია. კომპანია „ფერიმ“ „ხობი 2 ჰესის“ მშენებლობა 2015 წელს დაიწყო.

„კომპანია „ფერი“ სამ ათწლეულზე მეტია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს. მისი ძირითადი საქმიანობა ჰიდროელექტროსადგურების, ელექტროგადამცემი ხაზების, მილსადენების, გზების, ხიდების, გვირაბების და სხვა ობიექტების მშენებლობაა.

„ფერის“ ჩართულობით აშენებული ჰიდროელექტროსადგურები დღეს 150 მეგავატს აგენერირებს და კომპანიის პორტფელში არაერთი მიმდინარე თუ სამომავლო პროექტია გაწერილი. ჯამში, მომავალი 3-4 წლის განმავლობაში, „ფერი“ ჰიდრორესურსის დახმარებით - 250, ქარის რესურსით - 200, მზის ენერგიით კი 50 მეგავატის გამომუშავებას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები