მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენმა ადამიანმა აუკრძალა საკუთარ თავს აზარტული თამაშები?

აზარტული თამაშები

ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი 21 თებერვალს მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტის წინაშე წარდგება. დოკუმენტი, პარლამენტს უკვე წარედგინა და 2023 წლის სამთავრობო პროგრამის შესრულების შესაბამისი მიმართულებებს შეეხება, მათ შორისაა სათამაშო ბიზნესიც.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირთა რაოდენობა მზარდია და აკრძალულ პირთა სიაში დღეისათვის შეტანილია 1 487 861 პირი. დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 12 864 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 45 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე 12 819 განაცხადი დარეგისტრირდა.

ანგარიშის თანახმად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12
პირობის შესრულების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადდა
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის მიხედვით დარეგულირდა სისტემურელექტრონული ფორმით (ონლაინ) აზარტული და მომგებიანი თამაშობების საქმიანობა.

როგორც მოგეხსენებათ, სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის განაკვეთები დამატებით
გაიზარდა 2023 წლის ბოლოს განხორციელებული ცვლილებებითაც, რაც დამატებით 400
მილიონ ლარამდე შემოსავალს მოიტანს 2024 წელს.

,,საკანონმდებლო ცვლილებებით, შეიცვალა სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის წესი და პრინციპებიც, რამაც მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა იქონია ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, 2023 წელს, სათამაშო ბიზნესიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულია 890 მლნ. ლარი, მათ შორის, სანებართვო მოსაკრებლიდან - 63 მლნ. ლარი, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან - 141 მლნ. ლარი,
ხოლო გადასახადებიდან (დღგ, მოგება-GGR, საშემოსავლო, ქონება, იმპორტი) – 686 მლნ.
ლარი" - წერია ანგარიშში.

უნდა აღნიშნოს, რომ აზარტული თამაშების რეგულირება 2022 წლის მარტიდან დაიწყო. მაშინ, სათამაშო ბიზნესის სფეროში განხორციელებული ცვლილებებით აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის მიღება აეკრძალათ - 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეებს, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულ პირებს და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილ პირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები