საქართველოდან ევროკავშირში ვიზიტების რაოდენობა ბოლო წლებში მზარდია. 2025 წლის მე-3 კვარტალში 102 ათას გადააჭარბა საქართველოს რეზიდენტების ევროკავშირის ქვეყნებში ვიზიტებმა. 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა 7%-ს შეადგენს.
გასულ 2024 წელს კი, 2023 წელთან შედარებით ევროკავშირში ვიზიტები 13%-ით 378.5 ათასამდე გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით, შარშან 15 წელზე უფროსი ასაკის ქართველი ვიზიტორები ყველაზე ხშირად გერმანიას სტუმრობდნენ, შემდეგ მოდის იტალია და ავსტრია.
აღსანიშნავია, რომ არ გვაქვს 2017 წლის მონაცემები, როცა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი ამოქმედდა, ვინაიდან გამყვანი ტურიზმის სტატისტიკას საქსტატი 2019 წლიდან აქვეყნებს. კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებასთან დაკავშირებული რისკების გამო, პანდემიის პერიოდში (2020-2021 წლებში) გამყვანი ტურიზმის სტატისტიკური გამოკვლევის სამუშაოები შეჩერებული იყო. შესაბამისად, 2020-2021 წლების მონაცემებიც არ არის ხელმისაწვდომი.
ამიტომაც მხოლოდ შემდეგი წლების მონაცემები გვაქვს ევროკავშირში საქართველოდან ვიზიტების რაოდენობასთან დაკავშირებით:
- 2019 წელი - 304.8 ათასი ვიზიტი;
- 2022 წელი - 186.5 ათასი ვიზიტი;
- 2023 წელი - 333.9 ათასი ვიზიტი;
- 2024 წელი - 378.5 ათასი ვიზიტი;




























