მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენმა ტრაილერმა გაიარა ოქტომბერში საქართველოს დერეფანში? - სტატისტიკა

ტრაილერები

10 თვეში საქართველომ ტრაილერების გატარებით 151.7 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო.

სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, იანვარ-ოქტომბერში საქართველოს დერეფანში 433,430 ტრანზიტულმა ტრაილერმა გაიარა. მათ შორის, მხოლოდ ოქტომბერში გზის საფასური 49 280-მა სატვირთო ავტომობილმა გადაიხადა. მათ მიერ ბიუჯეტში 17.2 მლნ ლარის შეტანა მოხდა. ორივე მაჩვენებელი რეკორდულია.

გზათსარგებლობის საფასური თვეების მიხედვით:

  • იანვარი 12 041 350 ლარი / 34 404 სატრანზიტო ტრაილერი
  • თებერვალი - 11 970 002 ლარი / 34 200 სატრანზიტო ტრაილერი
  • მარტი - 15 549 710 ლარი / 44 428 სატრანზიტო ტრაილერი
  • აპრილი -13 834 954 ლარი / 39 528 სატრანზიტო ტრაილერი
  • მაისი - 16 861 665 ლარი / 48,176 სატრანზიტო ტრაილერი
  • ივნისი - 16 455 903 ლარი / 47,017 სატრანზიტო ტრაილერი
  • ივლისი - 15 202 578 ლარი / 43 436 სატრანზიტო ტრაილერი
  • აგვისტო - 16 433 413 ლარი / 46 952 სატრანზიტო ტრაილერი
  • სექტემბერი - 16 102 752 ლარი / 46 007 სატრანზიტო ტრაილერი
  • ოქტომბერი - 17 248 224 ლარი/ 49 280 სატრანზიტო ტრაილერი

ცნობისთვის, საქართველოზე გამავალი თითოეული ტრაილერი 2022 წლის 20 ივნისამდე 200 ლარს იხდიდა, რაც 20 ივნისიდან 350 ლარამდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები