მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენს იხდის YouTube 1K ნახვისთვის?

637dcc4a32300
თათია კაკიაშვილი
28.11.22 09:33
5216

პირველად, მას შემდეგ, რაც YouTube-მა 2019 წელს სარეკლამო შემოსავლის შესახებ ანგარიშგება დაიწყო, ვიდეოპლატფორმა ამ წლის მესამე კვარტალში შენელდა, რეკლამიდან შემოსავალი 7,07 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, ეს მაჩვენებელი კი 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში 7,2 მილიარდი დოლარი იყო. თუმცა, როგორც ჩანს, ამ ვარდნას ვიდეოკონტენტის შემქმნელები გადაურჩნენ.

Business Insider-ი youtube-კრეატორების მონაცემებს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ შემოსავალი თითოეული ვიდეოდან, რომელსაც მინიმუმ 1000 ნახვა აქვს, წლის განმავლობაში უცვლელი დარჩა. უფრო მეტიც, ამ მხრივ ვიდეოკონტენტის შემქმნელთა ნაწილისთვის შემოსავლის ზრდა დაფიქსირდა.

“ეს ბიზნესი საკმაოდ მოგებიანია და მეც, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრით ძალიან კმაყოფილი ვარ. 2021 წლის ოქტომბერთან შედარებით, წელს ჩემი შემოსავალი ვიდეოებიდან, რომელსაც მინიმუმ 1000 ნახვა ჰქონდა, თითქმის გაოთხმაგდა. ეს კი საშუალებას მაძლევს, ამ ფინანსებით მეტად მრავალფეროვანი და საინტერესო კონტენტი შევქმნა”, - განაცხადა ჯოშუა მაიომ, Youtube-კრეატორმა.

Business Insider-ის მონაცემებით, კრეატორთა ნაწილს Youtube მათი ვიდეოს 1000 ნახვაზე $1,61-დან $29,30-მდე უხდის და ეს თანხა ვიდეოს ნახვების მიხედვით იზრდება.

ამასთან, YouTube-ის კონტენტის შემქმნელებს შეუძლიათ შემოსავლის 55% მიიღონ საკუთარ ვიდეოებზე, სადაც Google-დან რეკლამები განთავსდება. თუმცა ამ ბენეფიტით სარგებლობისთვის კრეატორებმა გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ. ერთ-ერთი ასეთი პირობა ისაა, რომ კონტენტის შემქმნელები YouTube Partner Program-ს შეუერთდნენ. ამისთვის მათ მინიმუმ 1000 გამომწერი უნდა ჰყავდეთ და ვიდეოების საყურებელმა დრომ ჯამურად 4000 საათი უნდა შეადგინოს. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, რაც მეტი ყურებადი ვიდეო შეიქმნება, მით მეტს გადაუხდის youtube ავტორს.

ამ მხრივ, ერთ-ერთი პოპულარული მიმართულება Youtube Shorts-ია - მოკლე ფორმატის ვიდეოების შექმნა, რომელიც, როგორც წესი, მაყურებლებში ვირუსულად ვრცელდება და რეკლამებსაც იზიდავს.

თუმცა სიახლეები მათთვის, ვისთვისაც Youtube-სთვის კონტენტის შექმნა დიდი ხანია, ბიზნესია, ამით არ სრულდება - 2023 წლიდან კრეატორები, რომლებიც 90 დღეში YouTube-ის მოკლე ფორმატის ე.წ. Shorts-ვიდეოებზე 10 მილიონ ნახვას დააგროვებენ და თან მინიმუმ 1000 გამომწერი ეყოლებათ, შემოსავლის 45%-ით ზრდას შეძლებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები