საქსტატის ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში (01.05.2021 – 01.05.2022) შინამეურნეობების მიერ საყოფაცხოვრებო საჭიროებისათვის 214.2 მილიონი ლარის ღირებულების ენერგორესურსია შეძენილი (ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის გარდა).
აქედან 183 მილიონი ლარი შეშის შეძენაზეა დახარჯული, 26.6 მილიონი ლარი კი თხევადი გაზის შეძენაზე.
საქსტატის თანახმად, შინამეურნეობის მიერ საყოფაცხოვრებო საჭიროებისთვის 6.9 ათასი ტონა თხევადი გაზი იქნა გამოყენებული, ხოლო 163 ათას ლიტრი დიზელის საწვავი. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შინამეურნეობების საჭიროებისთვის მოხმარებულია 1270.5 მლნ. მ3 ბუნებრივი გაზი, 2039.2 მლნ.კვტ.სთ ელექტროენერგია, 1766.5 ათასი მ3 - შეშა.
ცალკეული ენერგორესურსის მოხმარების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად განსხვავდება ქალაქის და სოფლის მიხედვით. ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოხმარების მაჩვენებელი შედარებით მაღალია საქალაქო დასახლებაში, ხოლო მოხმარებული შეშის 84.7% მოდის სოფლის ტიპის დასახლებაზე.




























