მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას აჩვენებს მიმდინარე მაკროეკონომიკური ინდიკატორები? - TBC Capital

საქართველო

TBC Capital-ის მაკროეკონომიკური განახლების მიხედვით, თიბისის არხებით განხორციელებულ ტრანზაქციებზე დაყრდნობით, როგორც რეზიდენტების, ასევე ტურისტებისა და მიგრანტების შემთხვევაში დეკემბერში შენელება გამოიკვეთა.

ამასთან, TBC Capital-ში აღნიშნავენ, რომ უკვე იანვრის არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, სხვადასხვა მიმართულებით, სახეზეა გარკვეული აღდგენის დინამიკა.

მაკროეკონომიკური განახლების მიხედვით, აღსანიშნავია, რომ ტურიზმის სექტორის ზრდის ტემპის შენელებასთან ერთად, რეზიდენტების ხარჯების ასევე ნაკლები ზრდის ტემპი იმპორტზე უარყოფითად მოქმედებს;

"გზავნილებისა და ექსპორტის მიმართულებით, შიდა ფაქტორების გამო, ბუნებრივია, გასული პერიოდისაგან არსებითად განსხვავებული ტენდენცია მოსალოდნელი არ არის;

ლარის გაცვლითი კურსის კუთხით, ასევე აღსანიშნავია ჯერ კიდევ შემოდგომაზე გადახურდავებული თანხები, რაც ამ ფაქტორის გაუფასურების მიმართულებით ზეგავლენას მიმდინარე პერიოდში მნიშვნელოვნად ამცირებს",- აღნიშნავენ TBC Capital-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები