მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას აკეთებს ანგელოზ ინვესტორთა კლუბი და რა გამოწვევებია სტარტაპ ეკოსისტემაში?

60314741bb549
ელენე გოგბერაშვილი
20.02.21 21:38
987
საქართველოში ე.წ Angel ინვესტორთა კლუბი ჩამოყალიბდა. კლუბის ჩამოყალიბების იდეა 3 წლის წინ საქართველოში მოღვაწე რამდენიმე ბიზნესმენს გაუჩნდა, რომელთაც კერძო სექტორში წლების განმავლობაში საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროვეს.

ე.წ. ენჯელ ინვესტორები არიან ადამიანები, რომლებიც დამწყებ ბიზნესებს – startup–ებს ადრეულ ეტაპზევე აფინანსებენ – რისკი მაღალია, თუმცა თუ სტარტაპმა გაამართლა და წარმატებულ ბიზნესად იქცა, უკუგებაც შესაბამისია.

„კლუბმა დაიწყო ქართულ სტარტაპებთან ურთიერთობა. კვირაში ერთი სიხშირით გვაქვს ე.წ გასინჯვა იმ სტარტაპების, რომელთაც აქვთ საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის პოტენციალი. როგორც წესი ამ გასინჯვებში მონაწილეობს რამოდენიმე ადამიანი, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორები. ამ გასინჯვით ვაფასებთ ამ სტარტაპების პოტენციალს. გარდა ამისა გაკეთდა ვებ-გვერდი, რომელსაც ორი მთავარი ფუნქცია აქვს, ერთი, რომ სტარტაპებს შეუძლიათ თავიანთი წინადადები გამოგვიგზავნონ და მეორეც, პოტენციურ ინვესტორებს შეუძლიათ მოგვმართონ და ავუხსნით რისი გაკეთება შეუძლიათ ქართველ სტარტაპებთან ერთად“- აცხადებს “Forbestalk”-ში კლუბის თანადამფუძნებელი გელა სული.

კლუბის კიდევ ერთი თანადამფუძნებელი გია ბაზღაძე ხსნის შერჩევის რა საფეხურებს გადის სტარტაპ პროექტი, რომელიც ანგელოზთა კლუბს წარედგინება.

მისი განმარტებით, პროექტებს არჩევს კლუბის ძირითადი ბირთვი, ე.წ გაფილტრული პროექტები კი წარდეგინება კლუბის წევრებს. იმ შემთხვევაში კი თუ მათი შეფასება დადებითი იქნება, კლუბი ქმნის ქვეჯგუფს, სადაც უფრო დეტალურად ხდება პროექტის გაანალიზება. ამ პროცესის შემდეგ კი პროექტი კლუბის სრულ შემადგენლობას წარედგინება, რომლის თითოეული წევრი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას, მოახდინონ თუ არა ამ პროექტში ინვესტირება.

„კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თქმით, ანგელოზთა ინვესტორთა კლუბი ავსებს იმ უფსკრულს, რაც სტარტაპ ეკოსისტემის დაფინანსების კუთხით არსებობს.

„თითქმის ყველა მიმართულებით განვითარდა ფინანსური შუამავლობის ფორმები საქართველოში და ეს ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი აკლდა ფინანსურ ბაზარს.

ამ კლუბის წვლილი მხოლოდ ფინანსებში არ მდგომარეობს, კერძოდ სტარტაპის და ეკოსისტემის განვითარება ნდობას საჭიროებს და ამ ადამიანების ერთობლიობა, ვინც სხედან და იხილავენ პროექტებს, ქნიან ნდობას მათთვის, ვინც ეძებს დაფინანსებას. წვლილი, რაც კლუბს შემოაქვს, არის გამოცდილება და რჩევა. ამ ადამიანებს მოაქვთ კავშირები და ურთიერთობა“- ამბობს ბაკურაძე.

„სტარტაპებში ინვესტირება რისკიანი საქმეა, თუმცა ჩვენი კლუბის წევრებს სინდიკატური ინვესტიციებსი მექანიზმს სთავაზობს. მთავარი იდეა წევრებისთვის ეფექტური პორტფელის შექმნაა, ვინც ფიქრობს, რომ ერთ კომპანიაში ინვესტიციების ჩადებით ჯადოსნურ შედეგებს ნახავს ალბათ არასწორ საქმეშია ჩართული. ამ საქმეს დრო, მოთმინება და რაც მნიშვნელოვანია თავდადება სჭირდება. სინდიკატორი ინვესტირების მექანიზმი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით რისკების შემსუბუქების მიმართულებით“-აღნიშნავს ინტერვიუში ესბან ემგორგი, კლუბის კიდევ ერთი თანადამფუძნებელი.

სტარტაპ ეკოსისტემაში არსებულ გამოწვევებზე საუბრისას EY Georgia-ს მმართველი პარტნიორი რუსლან ხოროშვილი ამბობს, რომ ძირითადი გამოწვევა ისაა, რომ ჩვენი ბაზარი პატარაა და არ არის ნაწილი დიდი განვითარებული ბაზრების.

„ესეც ზღუდავს სტარტაპის შესაძლებლობას, ამიტომ აქცენტი კეთდება ისეთ სტარტაპებზე, რომელთაც ისეთი გადაწყვეტა აქვთ, რომლის განხორციელება უცხოეთის ბაზარზე იქნება შესაძლებელი“-აცახდებს ხოროშვილი.

რაც შეეხება ანგელოზ ინვესტორთა კლუბის 2021 წლის გეგმებს, ესბან ემგორგი ამბობს, რომ კლუბთან დაკავშირებით დიდი იმედები აქვს.

„ამ ეტაპზე საქართველოზე ვფოკუსირდებით, თუმცა ინვესტიციების მოსაზიდად რეგიონში გაფართოვების დიდ შესაძლებლობას ვხედავთ“-აცხადებს ემგორგი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები