მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რას აკეთებს მთავრობა ლარის კურსის სტაბილურობისთვის - მინისტრის პასუხი

6061a42b7f500
ვიქტორია მღებრიშვილი
29.03.21 14:07
2049
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ხელისუფლება ლარის კურსის სტაბილურობისთვის ყველაფერს აკეთებს, რაც ეკონომიკის ამოქმედებასა და შეზღუდვების მოხსნაში გამოიხატება.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერებისას ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, "ეროვნული ვალუტის სტაბილურობისთვის ხელისუფლება ეროვნულ ბანკთან კოორდინაციაშია".

„პირველ რიგში, რაც ლარის კურსის რყევებს ეკონომიკის შემდგომი აღდგენა დააზღვევს. იცით, რომ ჩვენ უკვე მოვხსენით ძირითადი შეზღუდვები, რათა ტურიზმი აღდგეს; მიმდინარეობს ვაქცინაცია, რაც მესამე ტალღასთან დაკავშირებული გართულებების პრევენცია იქნება. ტურიზმი ქვეყანაში დამატებით ვალუტას შემოიტანს. ასევე ვმსჯელობთ რა პირობით შეგვიძლია სახმელეთო საზღვრების გახსნა, ესეც ვალუტის შემოსვლისთვის კარგია. ამასთან, ზოგადად, თუნდაც ადგილობრივი ენერგეტიკის განვითარება მნიშვნელოვანია, რათა ელექტროენერგიის იმპორტი შემცირდეს და უცხოური ვალუტა არ გაედინებოდეს და რჩებოდეს ქვეყანაში, ეს ძირითადი ნაბიჯებია. სხვა მექანიზმებია ასევე კარგი კოორდინაცია ეროვნულ ბანკთან“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები