მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კურსის მერყეობა გამოწვეულია ნეგატიური მოლოდინების გაღვივებით და ხელოვნური აჟიოტაჟით - თურნავა

ნათია თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ პარლამენტში ლარის ბოლოდროინდელი მერყეობის შესახებ გააკეთა განცხადება. თურნავას განმარტებით, საქართველოს ეკონომიკის ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები, მათ შორის ეკონომიკური ზრდა და სხვა ფაქტორები დადებით ტრენდს ინარჩუნებენ, ხოლო ლარის კურსის ბოლოდროინდელი მერყეობა დაკავშირებულია ნეგატიური მოლოდინების გაღვივებით და ხელოვნური აჟიოტაჟით, თუმცა თურნავას თქმით, ამ მერყეობას მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტი ექნება.

"მოკლევადიანი მერყეობა რისი მომსწრენიც ჩვენ ვართ სავალუტო ბაზარზე არის გამოწვეული ძირითადად ხელოვნური აჟიოტაჟით, არის გამოწვეული ნეგატიური მოლოდინების გაღვივებით და ეს ადრეც ვთქვი და გავმეორდები, მეტწილად ხელოვნურად ხდება, ეს ქმნის არასტაბილურობის განცდას, ეს ქმნის არასტაბილურობას ბაზარზე, რაზეც რეაგირებენ ჩვენი ბაზრის აქტორები, ბაზრის მონაწილეები. მაგრამ ვინაიდან ამას უკან არ უდგას არცერთი ფუნდამენტური ფაქტორის გავლენა, არც ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, არც ჩვენი სავალუტო შემოდინებების თვალსაზრისით, აქედან გამომდინარე მე მოგახსენებთ, რომ ეს არის მოკლევადიანი ეფექტი,"- განაცხადა ნათია თურნავამ.

ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა მერყეობა პარლამენტის მიერ 14 მაისს რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ დაიწყო, რასთან დაკავშირებითაც 16 მაისს სებ-მა 2024 წლის პირველი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და $60 მილიონი დოლარი გაყიდა. 24 მაისს კი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სავიზო სანქციების შესახებ გააკეთა განცხადება, რასაც სავალუტო ბაზარზე ლარის კურსის მორიგი მერყეობა მოჰყვა. არსებული მდგომარეობით Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი დოლარი 2.78 ლარი, ხოლო ბანკებში დოლარის შეძენა 2.81-2.83 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები