მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ცვლის რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება? - გიორგი პაპავას მოსაზრებები

6471e213d2d19
თამთა ჯიჯავაძე
27.05.23 21:00
866
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტის, გიორგი პაპავას შეფასებით, გადაჭარბებული არ არის ის შიში, რაც შეიძლება გვქონდეს რუსეთთან მიჯაჭვულობის ეფექტთან დაკავშირებით გრძელვადიან პერსპექტივაში. მისივე თქმით, მართალია პერიოდულად გვაქვს მნიშვნელოვანი მიღწევები სხვა ბაზრებზე, მაგალითად, ჩინეთი, ევროკავშირის ბაზარი და ა.შ. თუმცა, საერთო ჯამში, მაინც „მიბმული ვართ რუსეთის ეკონომიკაზე“.

„ეს მიბმულობა პრობლემას ქმნის იმ კონტექსტში, რომ ის პროდუქცია, რაც რუსეთში გაგვაქვს, რაც იქ მოთხოვნადია, რის გამოც ბიზნესებს რუსეთთან აქვთ ეკონომიკური კავშირები გამყარებული, არ არის პროდუქტიულობის გაზრდაზე, მრავალფეროვნების ხარისხის გაუმჯობესებასა და ახალი ინოვაციური პროდუქტის შექმნაზე ორიენტირებული. სწორედ ეს დიდ სურათში, ქვეყანას არ გვაძლევს შესაძლებლობას ისე სწრაფად განვავითაროთ საინტერესო დარგები, როგორც სხვა შემთხვევაში განვავითარებდით იმავე რესურსებით, რასაც ბიზნესები რუსეთის ბაზართან ეკონომიკურ ურთიერთობებში ხარჯავენ“, - მიიჩნევს გიორგი პაპავა, რომელიც „ანალიტიკას“ სტუმრობდა.

"რუსეთზე აგროექსპორტის 41% მოდის" - რა არის საჭირო საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებისთვის?

ეკონომისტი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველომ მართალია შეძლო იმ უარყოფითი შედეგების დაძლევა, რაც რუსეთის მხრიდან მოულოდნელმა სანქციებმა და ეკონომიკურმა შეზღუდვებმა მოუტანა ქართულ ბიზნესს, თუმცა, მისივე თქმით, საჭიროა, რომ ჩრდილოელი მეზობლის ბაზარზე დამოკიდებულება შემცირდეს:

„გვქონდა გამოცდილება, როდესაც რუსეთის სანქციებმა და შეზღუდვებმა უარყოფითი შედეგები მოგვცა, თუმცა დიდ სურათში შევძელით, რომ ესეც გადაგველახა. არ მგონია, რომ კონკრეტულ მომენტში რუსეთი რა სანქციებს დააწესებს საქართველოსთან ფრენებზე, პროდუქციაზე, ექსპორტზე და ა.შ., ამან შეიძლება მოკლევადიანი პერიოდის მიღმა რაიმე კრიტიკული დარტყმა მოგვაყენოს. თუმცა, საჭიროა, რომ დამოკიდებულება ნელ-ნელა შევამციროთ, რათა მოკლევადიანი შოკები უფრო კარგად დავძლიოთ“, - განაცხადა გიორგი პაპავამ BMGTV-ის ეთერში.

ხოლო წამყვანის კითხვაზე - რუსეთზე დამოკიდებულება საქართველოს შუა კორიდორის შესაძლებლობების გამოყენებაში შეუშლის თუ არა ხელს, ეკონომისტი პასუხობს, რომ როდესაც გრძელვადიან განვითარებაზე ვსაუბრობთ, რუსეთის ეკონომიკაზე მიჯაჭვულობა, და მთავრობის მხრიდან არამკაფიოდ დეკლარირებული აქცენტი ევროკავშირში ინტეგრაციაზე, კითხვის ნიშნებს აჩენს ალტერნატიული კორიდორების გამოყენებისთვის საქართველოს მოტივაციასთან დაკავშირებით.

„შუა კორიდორზე და ალტერნატიულ გზებზე როცა ვსაუბრობთ, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ როგორც კი წამოვიდა, გაზრდილი ტვირთნაკადის მოთხოვნა, საქართველომ საკმაოდ სწრაფად შეძლო ადმინისტრირების, თუ საბაჟო პროცესებში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, რამაც მოგვცა შესაძლებლობა მოკლევადიან პერიოდში კარგად მოვმსახურებოდით ამ ნაწილს.

მაგრამ როდესაც გრძელვადიან განვითარებაზე ვსაუბრობთ, რუსეთზე მიჯაჭვულობა და მთავრობის არამკაფიოდ დეკლარირებული აქცენტი ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ, ამ შესაძლებლობების გამოყენებას მინიმუმ დროში ავადებს და მინიმუმ კითხვის ნიშნებს შეიძლება აჩენდეს, რამდენად არის საქართველო მოტივირებული, რომ ყველაფერი გააკეთოს რაც შეიძლება სწრაფად, რომ ალტერნატიული კორიდორები არსებობდეს იმისთვის, რომ თუნდაც ასეთ პერიოდში, მნიშვნელოვანი ნაკადები გადმოვიდეს“, - მიიჩნევს გიორგი პაპავა.

რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება დამანგრეველია - გია ხუხაშვილი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები