მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას დაჰპირდა IMF-ის მისიის ხელმძღვანელი "ოცნების" ხელისუფლებას ყოველწლიური შეხვედრის დროს? - ენდრიუ ჯუელის პასუხი

სსფ-ის მისია

ყოველწლიური შეხვედრის ფორმატში, "ოცნების" დელეგაციამ, სადაც წამყვანი ფიგურები ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა იყვნენ, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შესაძლო ახალი პროგრამის თაობაზეც ისაუბრეს. ამის შესახებ, IMF-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ენდრიუ ჯუელმა ექსკლუზიურად "ანალიტიკა"- ს განუცხადა.

გადაცემის ავტორისა და წამყვანის კითხვაზე - ყოველწლიური შეხვედრების ფორმატში მხარდაჭერის რა დაპირებები იქნა გაცემული სსფ-ის მისიის ხელმძღვანელის მიერ, რასაც ეროვნული ბანკი თავის პრეს-რელიზებში ძირითადად, დაკონკრეტების გარეშე უსვამდა ხაზს - ენდრიუ ჯუელმა "ანალიტიკა"-ს უთხრა, რომ სსფ-მ ახალი პროგრამის მოთხოვნის შემთხვევაში, მისი განხილვისთვის მზადყოფნა გამოხატა.

"სსფ მზად არის, ითანამშრომლოს საქართველოს ხელისუფლებასთან პოლიტიკის საკითხებზე რჩევებისა და ტექნიკური დახმარების მეშვეობით. თუ ხელისუფლება მოითხოვს ახალ პროგრამას, ეს მოთხოვნა სათანადოდ იქნება განხილული, როგორც ეს მოხდებოდა ფონდის ნებისმიერი წევრი ქვეყნის შემთხვევაში", - უთხრა "ანალიტიკა"-ს ენდრიუ ჯუელმა.

IMF-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ამბობს, რომ "სსფ აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებისთვის რჩევებისა და ტექნიკური მხარდაჭერის მიწოდებას". რაც შეეხება ახალ პროგრამას, მისივე თქმით, ჯერჯერობით, ხელისუფლებას IMF-ისგან ახალი პროგრამა არ მოუთხოვია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები