მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

IMF-ის მეოთხე მუხლის კონსულტაციები პირისპირ ფორმატში გაიმართება - ენდრიუ ჯუელი

IMF

IMF-ის მისია საქართველოში მეოთხე მუხლის კონსულტაციების ფორმატში მაისში ჩამოვა. ამის შესახებ IMF-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ენდრიუ ჯუელმა "ანალიტიკა"-ს განუცხადა. მისივე თქმით, კონსულტაციები პირისპირ ფორმატში გაიმართება.

"სსფ თავისი მანდატის ფარგლებში, გლობალური ეკონომიკური და ფინანსური მოვლენების მონიტორინგის მიზნით, ამ კონსულტაციებს თავის წევრ ქვეყნებთან ყოველწლიურად ატარებს", - განმარტავს ენდრიუ ჯუელი "ანალიტიკა"-სთვის წერილობით გაგზავნილ პასუხში.

როგორც ენდრიუ ჯუელი ამბობს, მე-4 მუხლის კონსულტაციების დასასრულს, IMF-ის მისია შემაჯამებელ განცხადებას გამოაქვეყნებს.

ცნობისთვის, საქართველოში უახლოეს მომავალში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ე.წ. მეოთხე მუხლის პროგრამის ფარგლებში ვიზიტის შესახებ ეროვნული ბანკის პრესრელიზიდან გახდა ცნობილი, რომელიც მარეგულირებელმა, ვაშინგტონში მსოფლიო ბანკისა და სსფ-ის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, სებ-ის პრეზიდენტისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ გაავრცელა. უნდა აღინიშნოს, რომ მეოთხე მუხლის ვიზიტებს ფონდი თავის წევრ ყველა ქვეყანაში თავისი მანდატის ფარგლებში ყოველწლიურად მართავს, რომელიც გლობალური ეკონომიკური და ფინანსური განვითარების მონიტორინგს ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები