მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მივიჩნევთ, რომ ეროვნული ბანკი გადაწყვეტილების მიღების უფრო კოლეგიალურ მოდელზე უნდა გადავიდეს - ენდრიუ ჯუელი

ენდრიუ ჯუველი

საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი ენდრიუ ჯუელი BMG-ის კითხვაზე პასუხისას აღნიშნავს, რომ როგორც ფონდმა ამის შესახებ წარსულშიც განაცხადა, სების მმართველობის მოდელი უმჯობესია საპრეზიდენტო მოდელის ნაცვლად საბჭოს მმართველობის მოდელით შეიცვალოს.

"ჩვენ წარსულშიც გვითქვამს, რომ გვსურს ვიხილოთ ეროვნული ბანკი უფრო მეტად გადავიდეს გადაწყვეტილების მიღების კოლეგიალურ მოდელზე. ამჟამად არსებული მმართველობის მოდელი არის საპრეზიდენტო მმართველობის მოდელი და ის განსხვავებულად გამოიყურება იმისგან, რასაც მსოფლიოს გარშემო ცენტრალურ ბანკებში ვხედავთ. შესაბამისად, ჩვენ ადრეც გვითქვამს, რომ ჩვენი აზრით ეროვნული ბანკი დროთა განმავლობაში გადაწყვეტილებების მიღების კოლეგიალურ მოდელზე უნდა გადავიდეს,"- განაცხადა ენდრიუ ჯუელმა.

ამჟამად სების პრეზიდენტს გააჩნია დისკრეციული გადაწყვეტილებებს მიღების უფლება. ფონდი მიიჩნევს, რომ სების საბჭოს გადაწყვეტილებები კოლეგიალური პრინციპის საფუძველზე უნდა იყოს მიღებული.

ამ საკითხის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ანგარიშშიც იყო საუბარი, რომელიც 2025 წლის ივლისში გამოქვეყნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები