მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რას ემსახურება კანონპროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც დღეს იქნა მიღებული?

634eddd842982
BM.GE
18.10.22 21:35
493
პარლამენტმა მეორე მოსმენით მუხლობრივად განიხილა და 98 ხმით მიიღო კანონპროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, რეგლამენტის პროექტით რა წესრიგდება. 

"წესრიგდება კომიტეტის სხდომაზე მოწვევის შესახებ კომიტეტის მოთხოვნასთან, კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირების სავალდებულო დასწრებასთან, თანამდებობის პირის მოსმენასთან, კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე კომიტეტის მიერ დადგენილ ვადაში მთავრობის წევრის, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირის, ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელის მიერ შესაბამისი დოკუმენტების, დასკვნების და სხვა საჭიროს მასალების წარდგენის ვალდებულებასთან და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ წინა წელს გაწეული საქმიანობის შესახებ საჯარო ანგარიშის წარდგენასთან დაკავშირებული საკითხები.

ეს საკანონმდებლო ცვლილებები ემსახურება საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდას, მათ შორის აღმასრულებელი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების ზრდას, რაც პირველი მოსმენით მიღებული იყო პარლამენტის ყველა პოლიტიკური ჯგუფის და ფრაქციის მხარდაჭერით და ეს ის შემთხვევაა, როდესაც შინაარსი და სურვილი დადებითი კენჭისყრისა ემთხვევა ერთმანეთს“ , - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები