მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ოცნება“ დაინტერესებულია, რომ სებ-ის პრეზიდენტმა ქვეყანაში არსებული პოლიტიკა განახორციელოს - წაქაძე

6486c9485748a
BM.GE
12.06.23 11:39
485
სტატიაში საუბარია:
საქართველოს უმრავლესობის წარმომადგენლის ბეჟან წაქაძის განცხადებით, საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა და სწორედ პარლამენტი და უმრავლესობა უნდა წყვეტდეს იმას თუ ვინ გახდება სებ-ის პრეზიდენტი.

ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების მოსმენისას „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ისაუბრა. მისი თქმით, მმართველი პარტია დაინტერესებულია იმით, რომ მარეგულირებელს ისეთი პირი მართავდეს, რომელიც ქვეყანაში არსებულ პოლიტიკას შეესაბამება.

ბეჟან წაქაძემ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს გიორგი მსხილაძეს რიტორიკულად ჰკითხა - არის თუ არა საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც გადაწყვეტილებას საკანონმდებლო ორგანო იღებს, რაზეც მსხილაძემ უპასუხა, რომ საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა, სადაც პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლება სებ-ის საბჭოს წევრების წარდგენაა.

„ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკაში ვართ, სადაც გადაწყვეტილებებს იღებს უმრავლესობა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ძალიან მაღალი თანამდებობის ფიგურაა, რომელიც მაკროეკონომიკურ პოლიტიკაში ერთ-ერთი მთავარი წამყვანი პირია და ის არის პასუხისმგებელი ქვეყანაში ინფლაციაზე.

პრეზიდენტისთვის და სხვისთვის არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა იყოს ძალიან კომპეტენტური და „ქართული ოცნება“, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს, დაინტერესებულია, რომ ეს პიროვნება იყოს ისეთი, რომელიც განახორციელებს იმ პოლიტიკას, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. ეს საჭიროა. არ გამიგია საპარლამენტო რესპუბლიკაში უმცირესობა მართავდეს ქვეყანას. ახლა აქ პრეზიდენტი ვეტოთი გამოდის... მას აქვს უფლება რამდენიმე კანდიდატი დაასახელოს და დეპოლარიზაციას შეუწყოს ხელი და ამას პარლამენტი განიხილავს“, - განაცხადა წაქაძემ.

დეპუტატი IMF-ის მიერ BMG tv-ის გადაცემა „ანალიტიკისთვის“ გაკეთებულ განცხადებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ სსფ–ის მისიის ხელმძღვანელები ყოველთვის იქნებიან, თუმცა ჩვენ სხვა საქმე გვაქვს.

„ეს არის ზუსტად საპარლამენტო რესპუბლიკა, რომ აქ ყველა გადაწყვეტილებას უმრავლესობა იღებს. კონსულტაციები უნდა ყოფილიყო და იქნება ოპოზიციასთან, მაგრამ თუ ვერ შევთანხმდებით, ქვეყანას ოპოზიციას ხომ არ ვამართინებთ. არ ვიცი რა თქვა ჯემსონმა და ჯონსონმა, ასეთი ჯემსონები და ჯონსონები [ჯეიმს ჯონი] ბევრი იქნება და ჩვენ სხვა საქმე გვაქვს. ეგ სხვა თემაა. რაც შეეხება იმას, რომ პრეზიდენტმა უნდა წარმოადგინოს, კი ბატონო, უნდა წარმოადგინოს და პოლიტიკურ პულსზე უნდა ეჭიროს ხელი და რომ ხედავს ასეთი დაპირისპირება, დაძაბულობაა და პოლარიზაციაა, მან უნდა განმუხტოს ეს, რაც რამდენიმე კანდიდატურა წარმოადგინოს“, - განაცხადა წაქაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები