მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას გთავაზობთ ლიდერი დეველოპერული კომპანია "არქი" გამორჩეულ კურორტ ბაკურიანში

არქი
27.11.23 15:10
451

რბილი კლიმატი, თოვლიანი მთები და ტრასები, კაშკაშა მზე და უნიკალური ბუნება - ეს დაბა ბაკურიანია, გამორჩეული და პოპულარული კურორტი. ბაკურიანი იდეალური ადგილია ბუნებისა და სპორტის მოყვარულთათვის. იგი მთელ ამიერკავკასიაში ერთ-ერთ საუკეთესო სამთო-სათხილამურო კურორტად ითვლება. მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც 2023 წელს თხილამურებით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. ასევე, საერთაშორისო აღიარების მომტანი იქნება ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელი 2025 წელს ჩატარდება ბაკურიანში. კურორტს ოთხივე სეზონზე აქტუალურობას უნარჩუნებს უნიკალური მიკროკლიმატი, გამაჯანსაღებელი ბუნება. ტურიზმის განვითარებასთან ერთად დღითიდღე იმატებს ბაკურიანში ინვესტირების, აპარტამენტის შეძენის მსურველთა რიცხვი. სწორედ ამიტომ, ჩვენ მოგიყვებით, რას გთავაზობთ ლიდერი დეველოპერული კომპანია არქი ამ გამორჩეულ კურორტზე.

არქის დასრულებული, მაღალი დონის აპარტოტელი ბაკურიანში

Ბინები ბაკურიანში ხელმისაწვდომია არქის მულტიფუნქციურ, ევროპული სტანდარტის აპარტოტელში. არქი დიალოგ კოხტა ულამაზესი ბუნებითაა გარშემორტყმული, რომელსაც ყველა სეზონზე თავისი ხიბლი აქვს. აპარტოტელი ზამთარში იდეალურია თოვლზე სრიალის მოყვარულთათვის, რადგან ტრასა“კოხტადან“ რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს. ხოლო სხვა სეზონებზე წიწვოვანი ტყის, ფიჭვებისა და ნაძვების ყვავილობის დამსახურებით აპარტოტელი გამაჯანსაღებელ ფუნქციას იძენს. არქი დიალოგ კოხტაში ყველაფერია კომფორტული დასვენებისთვის:

  • სასტუმროს მრავალფეროვანი და მაღალი დონის სერვისები;
  • რესტორანი პროფესიონალი შეფ-მზარეულითა და უგემრიელესი კერძებით;
  • ბარი და მყუდრო ტერასა განტვირთვისა და დროის სასიამოვნოდ გასატარებლად.

დიალოგ კოხტას თავისი 3 500 კვ.მ. გამწვანებული ეზო აქვს და უზრუნველყოფილია ავტოსადგომით. პროექტის მშენებლობაში გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური მასალები. აპარტოტელის დახვეწილი და ლამაზი არქიტექტურა კი მორგებულია ბაკურიანის ურბანულ მდგომარეობას.

რა არის აპარტოტელი და რა უპირატესობები აქვს

ბოლო წლებია აპარტოტელებმა ტურისტების გულები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოიგო. აპარტოტელი არის სასტუმროს ალტერნატივა. ეს არის ბინისა და სასტუმროს კომბინაცია. აპარტოტელებში არის ის კომფორტი, რომელიც მხოლოდ ბინაში შეიძლება იყოს და ამავე დროს, დამსვენებლებს სასტუმროს მრავალფეროვან სერვისებსაც სთავაზობს. აპარტოტელის უპირატესობა აპარტამენტში არსებული სამზარეულო, ავეჯი, ჭურჭელი და ყოველდღიურობისთვის საჭირო ნივთები და იმის შეგრძნებაა, რომ სახლში ხარ. მათთვის, ვისაც სურთ დასვენება, მაგრამ არ ეკომფორტულებათ სასტუმროს ნომერი აპარტოტელი იდეალური ვარიანტია. სასტუმროს ნომრისგან განსხვავებით აპარტოტელი არის ბინა, რომელიც სრულად გადადის დამსვენებლის პირად მოხმარებაში.

რატომ არის საუკეთესო ინვესტიცია არქი დიალოგ კოხტა და როგორი პირობებითაა ბინის შეძენა შესაძლებელი

არქის აპარტოტელში ბინები სრული რემონტით, ავეჯით, ტექნიკითა და ოთახის აღჭურვილობით ბარდება. ბაკურიანი ტურისტების სიმრავლისა და განვითარებული სათხილამურო ინფრასტრუქტურის გამო კარგი ადგილია ინვესტიციის გასაკეთებლად. არქი დიალოგ კოხტაში ინვესტირება კომფორტულია, რადგან არქი აპარტამენტის გაქირავებას თავად უზრუნველყოფს. გაქირავების უზრუნველყოფა ნიშნავს, რომ ბინის მეპატრონეს არ სჭირდება დამქირავებლის მოძიება და გაქირავებასთან დაკავშირებული დეტალების მოგვარება. დიალოგ კოხტა არის დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა ოთხივე სეზონზე, დროისა და ენერგიის დახარჯვის გარეშე. არქის აპარტოტელ დიალოგ კოხტაში ბინის შეძენა შესაძლებელია 12 წლამდე განვადებით, მომხმარებელზე მორგებული გადახდის გრაფიკით, მაშინაც კი, თუ ბინის შეძენის მსურველს წინასწარ შესატანი თანხა არ აქვს. ხოლო მათთვის, ვისაც სურთ ერთიანი გადახდით შეიძინონ აპარტამენტი, არქის სპეციალური ფასდაკლება აქვს.

Არქიში მომხმარებელს მომსახურების მაღალი დონე და სწრაფი სერვისი დახვდებათ. არქის ოფისები თბილისის სხვადასხვა უბანსა და ბათუმში აქვს: მელიქიშვილის გამზირი N1 (ფილარმონიის ოფისი), მიხეილ თამარაშვილის ქ. N13 (საბურთალო), ნავთლუღის ქ. N10 (ისნის ჰოუმ ოფისი), თეიმურაზ ბოჭორიშვილის ქ. N3 (გლდანის ჰოუმ ოფისი), ინასარიძის ქ. N25 (ბათუმის ოფისი).