მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ითვალისწინებს კრიპტობაზრის რეგულირება? - ლუკა ლომსაძის შეფასება

63bfbef36e145
გიორგი არონია
12.01.23 23:00
521
ბოლო დროს, საქართველოში და მსოფლიოში კრიპტოინდუსტრიის რეგულირება გადამწყვეტ ფაზაში შედის. ამ მიმართულებით ფაქტობრივად ყველა ქვეყანა მუშაობს, მაგრამ განსხვავებულად. ელ-სალვადორთან ერთად, სადაც ბიტკოინი ეროვნულ ვალუტადაა მიჩნეული, ვხვდებით ჩინეთს, რომელშიც კრიპტოვალუტები საერთოდ აკრძალულია. ცხადია, არსებობს სპექტრის შუაში მყოფი ქვეყნები, რომელთა ნაწილი ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული ციფრული ვალუტების საპილოტე პროგრამებს ტესტავს და თან, კრიპტოვალუტების საკანონმდებლო ბაზაზე მუშაობს - საქართველო სწორედ ასეთი ქვეყნების ჩამონათვალში ხვდება.

საქართველოს უმსხვილესი კრიპტობირჟის, MyCoins/eMoney-ის კომერციული დირექტორის, ლუკა ლომსაძის შეფასებით, მიმდინარე წელი, ქართული კრიპტოინდუსტრიისთვის განსაკუთრებული იქნება და ამის მიზეზი, სწორედ ბაზრის რეგულირებაა. მისივე თქმით, რეგულაციები მომხმარებლებს ზიანს არ მიაყენებს, არამედ პირიქით - მათ პრობლემების აღმოფხვრაში დაეხმარება.

„ვფიქრობ, რომ ბანკებთან საუბრის დაწყება და აქტიური კომუნიკაცია 2023 წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება, რადგან ის რეგულაციები, რომლებიც შემოდის, ძალაში წლის დასაწყისიდან შედის. ბანკებს სურთ დარწმუნდნენ, რომ ამ მიმართულებით საფრთხეები არ არის. რეგულაციები ემსახურება იმას, რომ თითოეულ კრიპტობირჟას საკუთარი კლიენტისა და მის მიერ განხორციელებული ტრანზაქციების სრული აღწერილობა ჰქონდეს. ეს რეგულაცია კლიენტს არანაირ ზიანს არ მიაყენებს, პირიქით - ის მათ იმ პრობლემების აღმოფხვრაში დაეხმარება, რაც დღეს ბანკში აქვთ“, - განაცხადა ლუკა ლომსაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში. 

შეგახსენებთ, რომ კრიპტობაზრის რეგულირება საქართველოში ფინალურ ფაზაში შევიდა - ამ მიმართულებით საქართელოს მთავრობა, პარლამენტი და ეროვნული ბანკი მუშაობენ. 

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები